მეცნიერებმა Frontier-ის სუპერკომპიუტერის გამოყენებით სამყაროს ყველაზე დიდი და რთული სიმულაცია შექმნეს. მათი თქმით, მსგავსი რამ აქამდე შეუძლებელი იყო.

Frontier-ის სუპერკომპიუტერში ამისთვის Hardware/Hybrid Accelerated Cosmology Code (HACC) ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის საკუთრებაშია.

მეცნიერების გუნდი ამ პროექტზე 7 წელი მუშაობდა და ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაჯდა. ამან ჰიდროდინამიკური კოსმოლოგიური სიმულაციების შემუშავება გახადა შესაძლებელი.

"სიმულაცია მოიცავს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა სამყაროს გაფართოება და ბნელი მატერიის ეფექტი. წინა მოდელები მხოლოდ გრავიტაციის, გაზისა და პლაზმის ფაქტორებს აერთიანებდა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ამისთვის Frontier-ის 9000 გამოთვლითი მექანიზმი იყო საჭირო. ცნობისთვის, Frontier მეორე ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერია მსოფლიოში.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს მიღწევა მათ სამყაროს შესწავლაში დაეხმარება. მსგავსი სისტემებით სამყაროს მომავლის ნაწილობრივ განსაზღვრაც კი არის შესაძლებელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.