ნახეთ: NASA-ს ასტრონავტმა კოსმოსიდან ქარიშხალი მილტონი გადაიღო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მეთიუ დომინიკმა, ნასას ასტრონავტმა, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ქარიშხალი მილტონი გადაიღო. ვიდეოზე ჩანს, რომ გრიგალი მექსიკის ყურიდან ფლორიდის დასავლეთ სანაპიროსკენ მიემართება:
დომინიკმა ეს კადრები 8 ოქტომბერს გადაიღო, დაახლოებით საღამოს 6 საათზე. ქარიშხალი ფლორიდისკენ გადაადგილებას განაგრძობს. პროგნოზის მიხედვით, ხმელეთამდე იგი ხუთშაბათს მიაღწევს, დილის საათებში.
მილტონი მე-5 კატეგორიის ქარიშხალია და ფლორიდისთვის კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს. ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
კომენტარები