ლონდონის საავადმყოფოებში სისხლის მისაწოდებლად დრონების გამოყენებას იწყებენ
ლონდონის საავადმყოფოებში პაციენტების სისხლის ნიმუშების სასწრაფო ანალიზისთვისა და მიწოდებისთვის დრონებს გამოიყენებენ.
როგორ? იმ შემთხვევაში თუ სისხლის ნიმუში ანალიზისთვის სხვაგან სასწრაფოდ არის გასაგზავნი და გზად საცობებია, ამ მომენტში დრონი იდეალურია.
ოფიციალური პირების თქმით, დრონით ნიმუშის გაგზავნა მნიშვნელოვანი დროის მოგების საშუალებას იძლევა.
დრონი სისხლის მასალას გუისა და წმინდა ტომასის საავადმყოფოებს შორის გადაიტანს. ამ ორ საავადმყოფოს ერთმანეთისგან 3.3 კილომეტრი აშორებს. კურიერს ამ მანძილის დასაფარად შეიძლება ნახევარი საათი დასჭირდეს.
რა დრო სჭირდება ამ ყველაფერს დრონის გამოყენების შემთხვევაში? 2 წუთი!
სისხლის მიწოდება მოხდება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლდენის პრობლემა აქვთ და შესაბამისი ოპერაცია უტარდებათ. დრონების გამოყენება შემოდგომისთვის დაიწყება.
"ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მიწოდების ამ მეთოდს დანერგავს", — თქვა იან აბსმა, წმინდა ტომსონის საავადმყოფოს დირექტორმა.
კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის მიწოდებისთვის დრონების გამოყენება უსაფრთხოა და ახლა მათი პრაქტიკაში გამოყენების დროა.
კომენტარები