ჰონგ-კონგში მსოფლიოში ყველაზე პატარა ჰუმანოიდი რობოტი შექმნეს
ჰონგ-კონგში ამ მომენტისთვის ყველაზე პატარა ჰუმანოიდი რობოტი შექმნეს. რობოტი სიმაღლეში 14,1 სანტიმეტრია და ის წინა რეკორდსმენზე 11,3 მილიმეტრით უფრო პატარაა. აქამდე ყველაზე პატარა ჰუმანოიდი რობოტის შემქმნელად პაკისტანელი ზაინ აჰმად ქურეში ითვლებოდა.
გინესის მსოფლიო რეკორდების (GWR) მიერ დადასტურებული მინიატურული რობოტი ოთხმა თინეიჯერმა დააპროექტა. რობოტს ორ ფეხზე სიარული შეუძლია. ის მხრებს, იდაყვებს, თეძოებსა და მუხლებს თავისუფლად ატრიალებს.
რობოტის პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ, თინეიჯერებმა 3D ბეჭდვის სისტემაც გამოიყენეს. უკვე ბოლოსკენ შემუშავდა რობოტის მოტორიკა.
GWR-თან საუბრისას გუნდის წევრებმა განმარტეს, რომ რობოტს შეუძლია სიარული, ფეხბურთის თამაში, ცეკვა და კუნგ-ფუს ილეთების შესრულებაც კი. გარდა რეკორდების წიგნში მოხვედრისა, ახალგაზრდები ამბობენ, რომ რობოტის შექმნის მოტივაცია დაბალფასიანი სასწავლო ინსტრუმენტის (STEM) შექმნა იყო.
შემდეგი პოდკასტი: STEM განათლება — მომავლის პროფესიები
მოწყობილობის ზომაში მაქსიმალურად შემცირებით მასობრივი წარმოების ხარჯების შემცირებაც შეიძლება. შემქმნელების თქმით, ამით რობოტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
კომენტარები