რა ვიცით ჩრდილოეთ ამერიკაში ვიკინგების მოგზაურობის შესახებ
ცნობილია, რომ ვიკინგებმა ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს ქრისტეფორე კოლუმბამდე ასობით წლით ადრე მიაღწიეს. დიდი ხნის განმავლობაში ამის შესახებ არ ვიცოდით, მაგრამ ბოლო კვლევები ამაზე აშკარად უთითებს.
ასევე: ახალი აღმოჩენის თანახმად, ვიკინგები ამერიკის კონტინენტზე 1000 წლის წინ დასახლდნენ
დღეს არქეოლოგები ვიკინგების შესანიშნავი მოგზაურობის კვალზე გასვლას ცდილობენ და ამ სტატიაშიც სწორედ ამას განვიხილავთ.
მინიშნებები იმის შესახებ, რომ ვიკინგები ჩრდილოეთ ამერიკაში ნამდვილად იყვნენ, პირველად ისლანდიურ საგებში გამოჩნდა. ისლანდიური საგების უმეტესობა წერილობით მე-13 და მე-14 საუკუნეებში შეიქმნა. თუმცა, თავად მითები და ლეგენდები ზოგჯერ მე-8 საუკუნითაც თარიღდება.
რამდენად რეალურია ეს საგები სადავოა, მაგრამ ამისგან გარკვეულ ინფორმაციას მაინც ვიღებთ. საგების გაცნობით შეიძლება მეტი გავიგოთ, როგორც უშუალოდ სკანდინავიელების ხედვებზე, ასევე მათ მოგზაურობებსა და თავგადასავლებზე. ამ მხრივ საინტერსოა ერთი ადგილი, რომელსაც "ვინლანდიას" უწოდებენ და ის გრენლანდიის დასავლეთითაა.
ასევე: რა ბედი ეწიათ ვიკინგებს გრენლანდიაში და რატომ მიატოვეს დასახლება — კვლევა
ზღვის დონის უეცარმა ზრდამ ვიკინგებს გრენლანდიის დატოვება აიძულა — კვლევა
ვინლანდის შესახებ ცნობები ორ ცალკეულ საგას მოიცავს. ეს არის გრენლანდიელებისა და ერიკ წითელის საგა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საგა პატარა და წინააღმდეგობრივია, ისინი აღწერენ ახალ მიწებზე მოგზაურობას. სიუჟეტში მოგზაურები გზას ცდებიან და თავს უცხო ადგილზე ამოყოფენ.
მარშრუტი ასეთია: გრენლანდიიდან დასავლეთით ორი დღის სავალზე არის ბრტყელი ქვების ქვეყანა, რომელსაც ეძახიან ჰელულანდიას (სავარაუდოდ, ბაფინის კუნძული). აქედან მარშრუტი სამხრეთით მარკლენდზე გადის. ეს სანაპირო ტყითაა დაფარული, რომელიც შეიძლება თანამედროვე ლაბრადორი იყოს. აქედან მოგზაურობა ვინლენდისენ გრძელდება, რომელიც ითვლება, რომ ნიუფაუნდლენდია.
ამ ცნობებიდან ზუსტდ იმის თქმა თუ ვინ დადგა ამერიკის კონტინენტზე პირველად ფეხი შეუძლებელია. გრენლანდიის საგაში, რომელიც შედარებით უფრო სარწმუნოა, ვიკინგების გმირი ლეიფ ერიქსონი პირველია, ვინც ხმელეთზე გადავიდა. ამის შემდეგ ერიქსონმა დააარსა დასახლება სახელად Leifsbuðir. ეს ერთგვარი ბაზა უნდა ყოფილიყო შემდგომი მოგზაურებისთვის.
რაც შეეხება ერიკ წითელის საგას, აქ მხოლოდ ერთი მოგზაურობაა ვინლანდიისკენ. აქ ერიქსონი კოლონიას არ აარსებს და ის უბრალოდ მოინახულებს ახალ მიწას. ამ საგაში პირველი "კოლონისტები" ვაჭარი ტორფინ კარლსეფნი და მისი მეუღლე არიან. საგაში აღნიშნულია ისიც, რომ მათთან ერთად კიდევ 160 ადამიანი იყო.
მთლიანობაში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვინლენდში ვიკინგები მხოლოდ ერთხელ არ ჩასულან და ამ ადგილს ისინი რამდენჯერმე ეწვივნენ. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოგზაურები რამდენიმე ადგილას დასახლდნენ.
თუმცა, იყო თუ არა ეს მართლაც "აღმოჩენილი" მიწები? National Geographic-ის თანახმად, ვინლანდია შეიძლება უკვე დასახლებული იყო. საგებში ნახსენები არიან ადამიანები (სკრაელინგები), რომლებიც ამ მიწაზე უკვე ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სკრაელინგი ცალსახად დამამცირებელი კონტექსტისაა და ველურს ნიშნავს.
ორივე საგაში, ვიკინგებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობა დაძაბულია. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალადობაშიც გადადის და ვიკინგები ფაქტობრივად იძულებულები არიან მიწები მიატოვონ.
დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიკინგების დასავლეთისკენ მოგზაურობა დროებითი იყო. ეს მაქსიმუმ რამდენიმე წელი გაგრძელდა და როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ახალი მიწის აღმოჩენა საერთო მეხსიერებიდან წაიშალა. და მაინც, ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას, რომ ვიკინგები ძალიან კარგი მეზღვაურები იყვნენ და როგორც ჩანს ევროპის კონტინენტიდან ამერიკას პირველები სწორედ ისინი მიადგნენ.
კომენტარები