ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით The Beatles-მა ბოლო სიმღერა გამოუშვა
ჯგუფის დაშლიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, The Beatles-მა ბოლო სიმღერა გამოუშვა. The Beatles-მა ჯონ ლენონის ხმის გასაცოცხლებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
ჯგუფის ბოლო სიმღერას Now And Then ჰქვია. როგორც ბითლზის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, ეს სიმღერა ერთ-ერთი იყო კომპოზიციების სერიიდან For Paul, რომელიც მაკარტნისთვის ჯონ ლენონმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. ჩანაწერი იოკო ონომ მაკარტნის 1994 წელს გადასცა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე პირველად ზაფხულში შევიტყვეთ. მაშინ მაკარტნიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით The Beatles ბოლო სიმღერას გამოუშვებდა.
ჩვენ ვიცით, რომ ამ სერიიდან 2 სიმღება Free As A Bird და Real Love ჯგუფმა 1995-1996 წლებში გამოუშვა. თუმცა, ჯორჯ ჰარისონს მაშინ სიმღერა არ მოეწონა.
"ჯორჯს არ მოეწონა ეს. ბითლზში დემოკრატიაა, ამიტომ გავჩერდით", — თქვა 1997 წელს მაკარტნიმ.
20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარისონმა სიმღერას "ნაგავი" უწოდა.
მიუხედავად ამისა, მაკარტნის სერიის გაგრძელება დასრულება სურდა და აი ახლა მან ამისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით ჯგუფმა ჯონ ლენონის ხმა გააცოცხლა. როგორც მაკარტნიმ აღნიშნა, ეს "სუფთა ნამუშევარია".
"დიახ, უსმენთ და გაქვთ შთაბეჭდილება რომ ამას ჯონი მღერის. კი, ეს ცოტათი შემაშფოთებელია, მაგრამ ამავდროულად აღფრთოვანებასაც იწვევს. ეს არის მომავალი და საინტერესოა თუ სად მიგვიყვანს ის", — თქვა მაკარტნიმ.
კომენტარები