თეგეტასა და გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის 17-წლიანი პარტნიორობის გზა
ფოტო: თეგეტა
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის თეგეტასა და მსოფლიო ბრენდის MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.
ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები თეგეტასა და MAN-ის ბიზნესინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ, 2006-იდან დღემდე, ევროპულ შვიდეულში შემავალი ავტოგიგანტისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლისმომცველი ხდება.
ფოტო: თეგეტა
"2005 წლიდან MAN ჩვენს რეგიონში პარტნიორს ეძებდა. თეგეტასთვის კი, როგორც ბრენდისთვის, რომელსაც უკვე ჰყავდა ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ბრიჯსტოუნი, ZF და სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატვირთო მიმართულებით ასევე პრემიუმ ბრენდთან ურთიერთობების დამყარება. MAN, როგორც 7 ევროპული პრემიუმ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და კომპანია, რომელსაც თანმხვედრი ინტერესი ჰქონდა, საუკეთესო კანდიდატი იყო ჩვენთვის. თეგეტასთვის უმნიშვნელოვანესი იყო ისეთ სანდო პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებდა მის, როგორც პრემიუმ მომსახურების მქონე კომპანიის, პოზიციას. ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც თანამშრომლობის დასაწყისში გადაიდგა, ორივე მხარისთვის მოგებიანი აღმოჩნდა და მას მოჰყვა 17-წლიანი წარმატებული ურთიერთობა", — ამბობს ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი.
პარტნიორობის დასაწყისშივე 10-წლიანი გამოცდილების მქონე თეგეტა, რომელიც უკვე ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ბაზარზე, სრულად აკმაყოფილებდა MAN-ის მოთხოვნებს, რაც, თავის მხრივ, მოიაზრებდა სანდოობას, მომსახურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხს, ინფრასტრუქტურასა და სტანდარტებს, რომლითაც კომპანია ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ თეგეტას ცენტრალური ფილიალი მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა, არსებული ინფრასტრუქტურაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ MAN-ს თეგეტა პარტნიორად შეერჩია.
"თეგეტას სათავო ოფისი 2008 წელს გაიხსნა. ეს არის უდიდესი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 15 წლის შემდეგაც სრულად შეესაბამება და აჭარბებს კიდეც 2023 წელს არსებულ MAN-ის სტანდარტებს. ამ ოფისის დიზაინიც MAN-ის სათავო ოფისის ინსპირაციით არის შექმნილი. რაც შეეხება მომსახურების ნაწილს, ჩვენი ინფრასტრუქტურა MAN-ის მხრიდან ხასიათდება, როგორც უმაღლესი ევროპული სტანდარტის მქონე.
2008 წელს, ჩვენი ცენტრალური ფილიალის გახსნასთან ერთად, გაიხსნა MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი, რომელიც სრულად შეესაბამება მის სტანდარტებს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შრომის უსაფრთხოების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების კუთხით. ამ ახალი, უმაღლესი კლასის სერვისცენტრის გახსნით MAN და თეგეტა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს და უფრო თვალსაჩინო გახდა, რომ ამ პარტნიორობას წლების მანძილზე წარმატებული შედეგი ექნებოდა ორივე კომპანიისთვის.
ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი პერსონალი მუდმივად გადის გადამზადებას MAN-ის სხვადასხვა ტრენინგცენტრში. მომავალი წლიდან კი თეგეტა აკადემია გახდება MAN-ის რეგიონული აკადემია და პროფესიონალების გადამზადება ადგილობრივად იქნება შესაძლებელი", — აღნიშნავს ბექა ბერიძე.
ფოტო: თეგეტა
სერვისის გარდა, ამ დროის განმავლობაში თეგეტასა და MAN-ის თანამშრომლობის გაყიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. მკვეთრი ზრდა კომერციული ტექნიკის რეალიზაციის კუთხით 2019 წლიდან შეინიშნება და კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 150-ერთეულიან ნიშნულსაც გადასცდება.
თანამშრომლობისთვის გარდამტეხი ეტაპი იყო თბილისის მუნიციპალური ტენდერი, რომლის ფარგლებშიც თბილისის ავტოპარკს MAN-ის 12-მეტრიანი 144 ერთეული ავტობუსი გადაეცა. თეგეტა იყო პირველი, ვინც მოახერხა და საქართველოში პრემიუმ ბრენდის მუნიციპალური ავტობუსები შემოიყვანა. ეს დიდი ნაბიჯი იყო MAN-ისთვისაც, რადგან კომპანიისთვის ეს იყო პირველი მუნიციპალური ტენდერი ჩვენს რეგიონში. Tegeta Truck & Bus კიდევ ერთი ტენდერის გამარჯვებული 2019 წელს გახდა. მაშინ თბილისის ავტოპარკს MAN-ის 10-მეტრიანი A47 ტიპის დიზელისძრავიანი 90 ერთეული ავტობუსი გადაეცა.
გასულ წელს თეგეტამ მოახერხა და საქართველოს შემდეგ MAN-ს გზა გაუხსნა მთლიანად რეგიონში. სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული სწორედ თეგეტა გახდა და ერევანს MAN-ის 12-მეტრიანი, CNG-ძრავიანი ახალი მოდელის 87ერთეული ავტობუსი გადასცა.
MAN-ისა და თეგეტას ყველაზე მასშტაბური ერთობლივი პროექტების სიის სათავეში კი თბილისის ავტოპარკის განახლების მიმდინარე ტენდერი მოექცა. 160 ერთეული 18-მეტრიანი, შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, ევროპული წარმოების პრემიუმ ბრენდის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს დედაქალაქს 2024 წელს გადაეცემა.
ფოტო: თეგეტა
"თბილისის ავტოპარკის 18-მეტრიანი ავტობუსებით განახლების პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანია, რაც ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონში გაკეთებულა. ჩვენი მთავარი მიმდინარე ამოცანა სწორედ ამ პროექტის წარმატებით ჩახურვაა, რაც გულისხმობს ავტობუსების ჩამოყვანას, გამართვასა და სრულყოფილი სერვისის უზრუნველყოფას. იმედი გვაქვს, რომ 18-მეტრიანი ავტობუსებიც წარმატებული პროექტი იქნება და სხვა ქვეყნებიც გადაიღებენ ჩვენს მაგალითს, სადაც თეგეტა ასევე ეცდება, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე მხარე იყოს.
იმ ყველა ფაქტორის საპირწონედ კი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, გასული თუ მიმდინარე პროექტების წარმატების მთავარი გარანტი ჩვენი გუნდია — გუნდი, რომელზეც დგას ეს დიდი პროექტები და თითოეული გადაწყვეტილება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს გუნდია იმის გარანტი, რომ თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე მყარი, საიმედო და შედეგიანი იქნება, როგორც ეს გასული 17 წლის განმავლობაში იყო", — აღნიშნავს ბექა ბერიძე.
MAN-ის სამომავლო სტრატეგია, როგორც ყველა სხვა პრემიუმ ბრენდისა, მიმართულია ელექტრიფიკაციისკენ. კომპანიის მიმდინარე ამოცანაა, ელექტროძრავაზე მომუშავე ტექნიკის რაოდენობამ სრული ავტოპარკის 30%-ს, ხოლო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 50%-ს მიაღწიოს 2030 წლისთვის და ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
თეგეტასა და MAN-ის ხედვა ავტოინდუსტრიის განვითარების კუთხითაც თანხვედრაშია. ელექტრომიმართულება თეგეტა მოტორსშიც ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევა, რადგან ჰოლდინგში შემავალი სხვა ბრენდებიც სწორედ ელექტრიფიკაციის მიმართულებით ცდილობენ განვითარებას. წარმატებული სტარტი, შედეგიანი და განვითარებაზე ორიენტირებული 17-წლიანი ისტორია და თანხვედრა მომავლის ინჟინერიის ხედვაში — ეს სამი მთავარი ფაქტორი თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ისეთი მასშტაბის ავტოგიგანტი, როგორიცაა გერმანული MAN, კომპანია, რომელსაც უკვე 265-წლიანი ისტორია და 11-მილიარდიანი წლიური ბრუნვა აქვს, რეგიონში ყველაზე მყარ პარტნიორად სამომავლოდაც თეგეტას მოიაზრებს.
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები