კომპანია Google-მა საძიებო სისტემას ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ემოჯიების სასურველი კომბინაციები შექმნან.

Emoji Kitchen-ის სახელით ცნობილი ფუნქციის მეშვეობით უკვე არსებული 2 ნებისმიერი ემოჯის გაერთიანება შეგიძლიათ, შედეგად კი სხვადასხვა ახალ გამოსახულებას მიიღებთ. მაგალითად, თუ უცხოპლანეტელისა და რობოტის ემოჯიებს შეაწყვილებთ, უცნაურად მოღიმარ სახეს მიიღებთ, თავზე ანტენით. შეგიძლიათ, რომელიმე ცხოველს კოვბოის ქუდი ან ყურსასმენებიც მოარგოთ.

ეს ზუსტად ისეთი სახალისოა, როგორიც წარმოგიდგენიათ.

ფოტო: NEXT.On.ge

ამ ფუნქციით სარგებლობა ძალიან მარტივია, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით:

  1. Google Search-ში ჩაწერეთ “Emoji Kitchen”
  2. დააჭირეთ “Get cooking-ს"
  3. ახალი კომბინაციის შესაქმნელად დააჭირეთ "Clear All-ს"
  4. ათობით ემოჯიდან ისეთი 2 აარჩიეთ, რომელთა გაერთიანებაც გსურთ
  5. თუ სისტემას გინდათ მიანდოთ ეს საქმე, დააჭირეთ სიტყვას "Randomize"

სასურველი ემოჯი შეგიძლიათ, ამოჭრილი გამოსახულებების ველში შეინახოთ, ანუ "დააკოპიროთ", როგორც თეთრი ფონის მქონე PNG ფაილი და ის ტექსტში, დოკუმენტში ან სხვაგან ჩასვათ.

Emoji Kitchen სმარტფონების ბრაუზერებსა და Google-ის აპლიკაციაშიც მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მისით iPhone-ების მფლობელებიც ისარგებლებენ და გამოსახულებებს iMessage-ში ჩასვამენ. აქამდე ეს ფუნქცია მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებისთვის, Gboard-ში იყო ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.