WhatsApp მომხმარებლებს ფარულად უსმენდა? — რას აცხადებს Google
ბოლო დროის ანდროიდის მფლობელებმა უჩვეულო რამ შენიშნეს — მათი სმარტფონების პარამეტრებში არსებულ Privacy Dashboard-ში ჩანდა, რომ პოპულარული აპლიკაცია WhatsApp მობილურის მიკროფონს იყენებდა, თანაც ძალიან ხშირად. ამან მომხმარებლებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა.
კომპანია მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პრობლემის მიზეზად უცნობი შეფერხება დაასახელა და Google-ს გამოძიება სთხოვა.
ახლახან Google-მა დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი მართლაც გარკვეული ხარვეზით იყო გამოწვეული და აპლიკაცია მომხმარებელს არ უსმენდა. მან WhatsApp-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გაუგებრობის გამო მოუბოდიშა.
შეფერხების გამოსასწორებლად გვირჩევენ, რომ აპლიკაცია განვაახლოთ. ასე რომ, თუ მსგავსი პრობლემა თქვენც შეგექმნათ, უბრალოდ ახალი ვერსია გადმოწერეთ, რის შემდეგაც დამატებითი ფუნქციებით სარგებლობასაც შეძლებთ (WhatsApp-ზე სიახლეა — რა ფუნქციები დაემატა აპლიკაციას).
კომენტარები