WhatsApp-ზე სიახლეა — რა ფუნქციები დაემატა აპლიკაციას
WhatsApp-ს მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც უცხო, პოტენციურად სპამ ზარებს ავტომატურად ამოიცნობს და აჩუმებს. მათ ნახვას ჩამონათვალში მაინც შეძლებთ იმ შემთხვევისთვის, თუ ნომრის მფლობელი თქვენი ახლობელი აღმოაჩნდება.
ამგვარი თაღლითური ზარები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ინდოეთში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ხშირად ხდება სამიზნე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ყოველთვიურად იქ WhatsApp-ის მომხმარებლებს საშუალოდ 17 ასეთი ზარი შესდით.
კომპანია Meta-მ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი ფუნქცია უკვე ყველა რეგიონში ჩაუშვა, მისი გააქტიურება კი სურვილისამებრ შეგიძლიათ. ამისთვის მენიუში "Silence unknown callers-ს" უნდა დააჭიროთ, რის შემდეგაც მეტად დაცული იქნებით.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში უსაფრთხოების მეორე ფუნქციაც დაემატა, რომელსაც Privacy Checkup ეწოდება. ის პარამეტრების მორგების საშუალებას გაძლევთ, მაგალითად, თავად გასაზღვროთ ვის შეუძლია თქვენთან დაკონტაქტება, პერსონალური ინფორმაციის ნახვა და ა.შ.
კომპანიის მსგავსი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს სპამ ზარები 500 მილიონზე მეტ ადამიანთან შევიდა ისეთი უცნობი ნომრებიდან, რომელთა კოდებიც ეთიოპიისას, ინდონეზიისას, კენიისას და ვიეტნამისას ემთხვევა.
სამაგიეროდ, ახლა WhatsApp-ის გამოყენებისას უფრო უსაფრთხოდ იქნებით.
კომენტარები