შემდეგი პოდკასტი: იუპიტერი — მზის სისტემის გიგანტი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. ის გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება — ეს გიგანტი მასით მზის სისტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს 2.5-ჯერ აღემატება.
იუპიტერს შეუმდგარ ვარსკვლავსაც უწოდებენ. პლანეტის თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით ასია. რაც მთავარია, თანამგზავრებზე შეიძლება სიცოცხლეც კი იყოს. ეს კი იუპიტერის მიმართ ინტერესს აასმაგებს. შესაბამისად, იუპიტერისა და მისი მთვარეების შემსწავლელი მისიები დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.
შემდეგი პოდკასტის 76-ე ეპიზოდში იუპიტერზე, მის მთვარეებსა და შესაბამის კოსმოსურ მისიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.
კომენტარები