Reddit-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი "ნუდები" იყიდება
ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული არარსებული ადამიანების შიშველი ფოტოები — იგივე "ნუდები" ვრცელდება. და, ნუ გაიკვირვებთ თუ გეტყვით, რომ მსგავსი კონტენტი საკმაოდ პოპულარულია.
"არ მგონია აინტერესებდეთ თუ ვის ფოტოებს უყურებენ. არ ველოდები, რომ ის ვისაც ფოტოზე ვხეავ, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათთან შეხვედრას არ ვგეგმავთ. შესაბამისად, რა მნიშვნელობა აქვს არსებობს თუ არა ასეთი კონკრეტული ვიზუალის ადამიანი?", — განუცხადა Washington Post-ს მსგავსი კონტენტის ერთ-ერთმა შემქმნელმა.
ფაქტია, სურათების გენერირების პროგრამების ბოლოდროინდელმა პროგრესმა არარსებული ადამიანების დამაჯერებელი სურათების შექმნა გაამარტივა. ეს კი სასარგებლოა მათთვის, ვინც ფულის შოვნას ე.წ. ნუდებით ცდილობს. ასეთ დროს თქვენ აღარ გჭირდებათ რეალური ადამიანი.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, Reddit-ზე ბევრი "მოდელია", რომელთა სურათებში, ხელოვნური ინტელექტის დამახასიათებელი ნიშნები ჩანს.
Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა WP-ს უთხრა: "ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ჩემი საყვარელი პორნო მოდელი კლაუდია, არ იყო ის ვინც მეგონა. თავს მოტყუებულად ვგრძნობ."
ისინი ამას აღიარებენ
როგორც Rolling Stone ადასტურებს, კლაუდიას ანგარიშს კომპიუტერული მეცნიერების ორი სტუდენტი მართავს. თავიდან მათ პროექტი ხუმრობით დაიწყეს. მეგობრებმა ავატარი ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერირების Stable Diffusion-ის გამოყენებით შექმნეს. დროსთან ერთად ხუმრობამ მეგობრებს ფულის გამომუშავების საშუალება მისცა.
"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროექტი ერთგვარი ტესტია. და დიახ, ასე ადამიანების მოტყუება შეგიძლიათ. ხელოვნური ინტელექტი ამის საშუალებას იძლევა", — განუცხადეს Rolling Stone-ს კლაუდიას შემქმნელებმა.
ერთი რამ ფაქტია, ხელოვნური ინტელექტი დროსთან ერთად კიდევ უფრო განვითარდება, ეს კი აჩენს შემდეგ შეკითხვას: როგორი იქნება რეალობა?
კომენტარები