FTX-ის დამფუძნებლის ქონება 26 მილიარდიდან 100 ათას დოლარამდე შემცირდა
ჩამოშლილი კრიპტობირჟის, FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი ამ თვის დასაწყისში მულტიმილიარდელი იყო. შემდეგ FTX სულ რამდენიმე წუთში ჩამოიშალა და ის, რომელსაც ერთ დროს 26 მილიარდი დოლარის პირადი ქონება გააჩნდა, ახლა 100 000 დოლარამდე დაეშვა.
სემის აღზევება ერთ დროს სამაგალითო იყო როგორც ახალგაზრდა ენტერპრენორის წარმატება. მისი უდიდესი წარმატება იმ სფეროსთან იყო დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო და უმეტესობამ ცოტა რამ იცოდა ამის შესახებ. დღესაც ძალიან ცოტას ესმის, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის სამყარო და საით მიდის ის. თუმცა, ერთი რამ ცხადია, სემ ბანკმენ-ფრიდი ვეღარ იქნება ის, ვინც კრიპტო სამყაროში წარმატებასთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ის ხელმძღვანელობდა FTX-ს, როდესაც ბირჟა ჩამოიშალა და ამას მოჰყვა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის დაკარგვა.
ნოემბრის დასაწყისში, FTX-მა გამოაცხადა გაკოტრების შესახებ. ეს მას შემდეგ, რაც ინვერსტორების დარწმუნება ვეღარ შეძლო, რომ მისი გადარჩენა შეიძლებოდა. კომპანია ახლა გამოძიების ქვეშაა მოქცეული. გამოძიება აშშ-ს ფასიანი ქაღალდების, ბირჟის კომისიისა (SEC) და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ტარდება. შესაბამისად, ბანკმენ-ფრიდს საქმე კარგად არ აქვს, რადგან სწორედ ის იყო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
Axios-თან საუბრისას, სემმა ღრმა სინანული გამოთქვა იმაზე რაც მის კომპანიას დაემართა და აიღო პასუხისმგებლობა საკუთ თავზე. მან აღიარა, რომ ის აქცენტს აკეთებდა მოცულობებზე და არა პოზიციებზე ნაშთებისთვის.
სანამ კრედიტორები ელიან, თუ რამდენს აინაზღაურებენ გაკოტრების პროცესის დასრულების შემდეგ, თავად სემმაც არ იცის თუ რა დარჩება პირადად მას. მან რამდენიმე მილიარდი დოლარის ქონება ერთი კვირის განმავლობაში დაკარგა. მისი თქმით, ბოლოს როდესაც საკუთარი საბანკო ანგარიში შეამოწმა ანგარიშზე მხოლოდ 100 000 დოლარი გააჩნდა.
კომენტარები