მეცნიერებმა კანაფის უჯრედების კლონირებით მცენარის ეფექტი 12-ჯერ გაზარდეს
ისრაელში დაფუძნებულმა კომპანია BioHarvest Sciences-მა შექმნა მასალა კანაფის ყველა აქტიური ინგრედიენტით, რომელიც 12-ჯერ უფრო ძლიერია. ეს კანაფის უჯრედების კლონირებით და მათი ბიორეაქტორში გაზრდით მოხდა.
როგორც კომპანიის ვებ-საიტზეა აღნიშნული, ტექნოლოგიის გამოყენებით, BioHarvest Sciences-მა კანაბინოიდების დარეგულირებისა და ამოღების განსაკუთრებულ შესაძლებლობა დააპატენტა. კომპანია ამტკიცებს, რომ მსგავსი კანაბინოიდების დიდ რაოდენობას შეუძლია უზრუნველყოს უნიკალური სამედიცინო და კომერციული სარგებელი. კომპანიამ დაიწყო შესაბამისი ნებართვების მოთხოვნის პროცესი ისრაელსა და შეერთებულ შტატებში მისი პროდუქტის სამედიცინო გამოყენებისა და წარმოებისთვის.
"კლასიკური გაგებით ჩვენ საერთოდ არ ვზრდით მცენარეს. ჩვენ მათ ვაწარმოებთ უზარმაზარ ბიორეაქტორებში სულ რაღაც სამ კვირაში — მაშინ, როცა რეგულარულ კანაფს 14-დან 23 კვირამდე სჭირდება", — განუცხადა BioHarvest Sciences-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილან სობელმა Times of Israel-ს.
ამასთან, შემქმნელების თქმით, მათ ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს აქტიური ინგრედიენტების დონე.
"ყოველი გრამი, რომელიც იქმნება რეჰოვოტის ბიორეაქტორში, საჭიროებს ნაკლებ წყალს და სხვა რესურსებს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობები", — ამბობენ მკვლევრები.
სამედიცინო ინოვაცია
როგორც Times of Israel იტყობინება, ბიომასა, რომელიც წარმოიქმნება ბიორეაქტორიდან, შედგება გენეტიკურად უცვლელი უჯრედებისგან და მცენარეებისგან წარმოქმნილ კანაფში ნაპოვნი უჯრედების იდენტურია.
სობელის თქმით, პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ის სხვადასხვა ფორმულირებით, მათ შორის აბების, წვეთების, საღეჭი რეზინისა და მოწევის ფორმით.
კომენტარები