რამდენიმე დღეში Apple განახლებულ iOS 16-ს გამოუშვებს — ნახეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ
მისი დაყენება iPhone 8-დან მოყოლებულ ყველა ახალ მოდელზე იქნება შესაძლებელი
iPhone 14-ის რიგის პროდუქციის წარდგენის შემდეგ ძალიან მალე Apple განახლებულ პროგრამულ უზრუნვეყოფასაც გამოუშვებს. iOS 16 გადმოწერისთვის ოფიციალურად 12 სექტემბრიდან იქნება ღია და მისი დაყენება შესაძლებელი იქნება iPhone 8-დან მოყოლებულ ყველა ახალ მოდელზე. პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება იქნება უფასო და მის Lock Screen-ს სრულიად ახალი სახე, მახასიათებლები ექნება, რაც თქვენს ძველ მობილურს ახლის ელფერს შესძენს.
როგორ შეცვალოთ თქვენი Lock Screen?
Lock Screen-ზე თქვენ — დინამიკური ფოტოეფექტებით დაწყებული და შრიფტით დამთავრებული— ყველაფრის შეცვლას შეძლებთ, რომლის შემდეგაც თქვენი მობილური სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. ესთეტიკური ელემენტების გარდა შესაძლებელი იქნება რომ ეკრანზე დაიტანოთ ვიჯეტები და ის დააკავშიროთ სფეციფიკურ Focus Mode-თან, მაგალითად "არ შემაწუხოთ" (Do Not Disturb) ფუნქციონალთან.
როგორ გამოიყენოთ iMessage-ის ახალი მახასიათებლები?
გან ახლებული პროგრამული უზრუნველყოფით უკვე შესაძლებელი იქნება გაგზავნილი შეტყობინების წაშლა, გაგზავნლი შეტყობინებაში შეცდომის გასწორება ან უბრალოდ შემოსული შეტყობინების "არ წაუკითხავს" (unread) მონიშვნა, რათა მოგვიანებით გასცეთ პასუხი. თუმცა ყველა ამ ახალი ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მეორე პირსაც აქვს დაყენებული ახალი iOS 16.
როგორ გახადოთ საკუთარი iPhone მეტად ხელმისაწვდომი?
iOS 16-მა თავისი ახალი ფუნქციონალებით მობილური გაცილებით მეტ ადამინათან საკომუნიკაციოდ გახადა ხელმისაწვდომი. მაგალითად, Live Caption კამერით ლაივში საუბრის დროს ეკრანზე პარალელურად ტრანსკრიპტებსაც გამოაჩენს, რაც სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ძალზე მოსახერხებელი იქნება. ხმის ამომცნობი განახლებული სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი ხმა დააყენოს შეტყობინებებზე, ხოლო Magnifier აპლიკაცია უსინათლო ადამიანებს ახალ გარემოში ნავიგაციაში დაეხმარება.
როგორ დააჩქაროთ ფოტოების დაედითება?
განახლებული აპლიკაციით ფოტოების დაედითება გაცილებით სწრაფი იქნება. თქვენ მიერ რამდენიმე ფოტოს დაედითების შემდეგ უკვე აღარ დაგჭირდებათ ყოველი ახალი ფოტოს მექანიკურად შეცვლა — პროგრამა წინა ფოტოებზე გამოყენებული მახასიათებლების მიხედვით თვითონ დაგიედითებთ ახალ ფოტოს.
როგორ გახადოთ საკუთარი iPhone მეტად გამოყენებადი?
თუ თქვენ სპორტის ფანი ხართ, ალბათ, მობილურში უამრავი სპორტის აპლიკაცია გაქვთ გადმმოწერილი. განახლებული პროგრამით კი თქვენ თქვენი საყვარელი სპორტული გუნდ(ებ)ის სიახლეებს ერთ სივრცეში დააკვირდებით.
კომენტარები