7 სექტემბერს Apple აიფონების ახალ სერიას წარადგენს. ღონისძიება თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება, ტიმ კუკი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები კი iPhone 14-სა და სხვა სიახლეებს გაგვაცნობენ.

პირდაპირ ეთერში ღონისძიებისათვის თვალის მიდევნებას რამდენიმე სხვადასხვა ადგილას შეძლებთ:

  1. თავისთავად, პირველი Apple-ის ვებსაიტია, რომელსაც დროულად (ან ცოტა ადრე, თუკი Muzak-ის მუსიკის მოსმენა გნებავთ) უნდა ეწვიოთ. ამ შემთხვევაში Apple ყოველთვის Safari-ს, თავიანთი ბრაუზერის, გამოყენებას გვირჩევს;
  2. თუკი ღონისძიებისათვის თვალის დევნება ტელევიზორიდან გირჩევნიათ, შეგიძლიათ, ამისათვის Apple TV აპლიკაცია გამოიყენოთ;
  3. კონფერენციის ხილვას Apple-ის ოფიციალურ YouTube არხზეც შეძლებთ ნებისმიერი მოწყობილობიდან, მათ შორის, ტელევიზორიდანაც. ეს ძალიან გამოგადგებათ, თუკი Apple TV აპლიკაციის გადმოწერა არ გსურთ, ანდა სულაც Google-ის სერვისით გირჩევნიათ Apple-ის ღონისძიებისათვის თვალის დევნება.

უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ Apple ღონისძიებაზე iPhone 14 სერიის ოთხ აიფონს წარადგენს, როგორც გასულ წელს. არსებობს შანსი იმისა, რომ 7 სექტემბერს ახალი Apple Watch-იც ვიხილოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.