ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
დიდი ბრიტანეთი ცნობილია თავისი პირქუში, მოღრუბლული ამინდითა და ცივი, წვიმიანი დღეებით. თუმცა, კლიმატის ცვლილება ამასაც ცვლის. ბრიტანეთს ამ კვირაში სიცხის ტალღამ გადაუარა.
ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ორშაბათს ღამით, ხოლო უკვე სამშაბათს დღისით დღის რეკორდიც მოიხსნა.
სამშაბათს ტემპერატურა 40.2 გრადუსი ცელსიუსი იყო. ეს ბრიტანეთისთვის იმდენად მაღალია, რომ 2019 წლის რეკორდი 38.7 გრადუსი ცელსიუსი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოიხსნა.
დიდი ბრიტანეთისთვის ეს ძალიან საგანგაშოა. ქვეყანა ასეთი სიცხისთვის მზად არ არის, განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან, სადაც სიცხეები შედარებით ჩვეული მოვლენაა. შესაბამისად, სახლები, როგორც წესი, არ არის აღჭურვილი კონდენცირებით და შენობებში სითბო უფრო ნარჩუნდება. ეს სერიოზული გამოწვევაა.
მეტიც, ახლა ბრიტანეთში უჩვეულო სიცხისგან ღამეც არაა შვება. ორშაბათს ღამით რეკორდული ტემპერატურა 25.8 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა. ღამეები შეიძლება მაინც გრილია, მაგრამ ბრიტანეთისთვის ესეც მაღალი ტემპერატურაა.
სტივენ ბელჩერმა, Met Office-ის მთავარმა მეცნიერმა, განცხადებაში თქვა, რომ "არასდროს ელოდა ასეთ სიცხეს და ასეთი ტემპერატურის ატანა ბრიტანეთში ფაქტიურად შეუძლებელია".
"თუმცა, სათბურის გაზებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებამ შესაძლებელი გახადა ეს ექსტრემალური სიცხე", — დასძინა ბელჩერმა.
მეტიც, ექსპერტები ამბობენ, რომ ტემპერატურის ზრდა კვლავ გაგრძელდება და რეკორდებს მალევე ვიხილავთ
კომენტარები