მსოფლიო რეკორდი — მეცნიერებმა სამყაროში უძლიერესი მაგნიტური ველი დააფიქსირეს
ჩინელმა მეცნიერებმა რენტგენის სატელიტის გამოყენებით სამყაროში უძლიერესი მაგნიტური ველი აღმოაჩინეს. ასეთი მასშტაბების მაგნიტური ველი აქამდე არ დაუფიქსირებიათ.
ცნობილია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები წარმოქმნიან სამყაროში ყველაზე ძლიერ მაგნიტურ ველებს. ამ მაგნიტური ველების, ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირთან ახლოს გაზომვა შეიძლება ზუსტად და პირდაპირ მხოლოდ ციკლონ-რეზონანსული გაფანტვის მახასიათებლების (CRSF) გამოყენებით. აღმოჩენა Insight-HXMT-ის ჯგუფმა გააკეთა. დასკვნები Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
Insight-HXMT-ის რეკორდი
ეს არ არის Insight-HXMT-ის პირველი რეკორდი.
ორი წლის წინ, Insight-HXMT-ის ჯგუფმა განაცხადა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავიდან 1 მილიარდი ტესლას მაგნიტურ ველი დააფიქსირეს. ეს იმ დროისთვის ახალი მსოფლიო რეკორდი იყო. ახლა კი 1,6 მილიარდ ტესლაზეა საუბარი, რაც ნიშნავს, რომ წინა რეკორდი 60 პროცენტით გაუმჯობესდა.
ნეიტრონული ვარსკვლავის რენტგენის ორობითი სისტემა მოიცავს ნეიტრონულ ვარსკვლავს და მის კომპანიონ ვარსკვლავს. კომპანიონი ვარსკვლავის გაზი ეცემა ნეიტრონული ვარსკვლავისკენ და ქმნის აკრეციულ დისკს. შედეგად აკრეციული დისკის პლაზმა ეცემა მაგნიტური ველების გასწვრივ ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე. ამით ძლიერი რენტგენის გამოსხივების გამოყოფა ხდება. ასეთი ემისიები იწვევს პერიოდულ რენტგენის იმპულსურ სიგნალებს, რის შედეგადაც არის სახელწოდება "რენტგენის აკრეციის პულსარი".
ეს არის პირველი მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველის სტრუქტურა უფრო რთული და არასიმეტრიულია, ვიდრე ნეიტრონული ვარსკვლავის მაგნიტური ველის ტრადიციული სიმეტრიული კომპონენტი.
კომენტარები