Google Maps ახლა თქვენი მარშრუტის საფასურსაც დაითვლის
Android-სა და iOS-ის აპლიკაციებზე Google Maps-ის ახალი ფუნქცია გამოჩნდა, რომელიც წინასწარ აფასებს, თუ რა რაოდენობის თანხის დახარჯვა მოგიწევთ შერჩეული მარშრუტით მგზავრობისას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია ერთსა და იმავე მარშრუტზე რამდენიმე სხვადასხვა მოწყობილობით გამოსცადეს და იგი ჯერ ყველა მათგანზე ხელმისაწვდომი არაა. ფუნქციის შესახებ Google-მა პირველად აპრილში განაცხადა.
კომპანიის თქმით, აპლიკაციის შეფასება "ადგილობრივი გადასახადების ორგანოების სანდო ინფორმაციას" ეფუძნება და სრული ღირებულების დათვლისას ითვალისწინებს როგორც დღის მონაკვეთს, ასევე გზაზე არსებულ ხელოვნურ ბარიერებსაც. აპლიკაცია ასევე გვთავაზობს ბერკეტს, რომელიც მარშრუტის გამოთვლისას ბარიერების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება.
Google-ის მიხედვით, ფუნქცია თითქმის 2 000 ქუჩაზეა ხელმისაწვდომი აშშ-ში, ინდოეთში, იაპონიასა და ინდონეზიაში, სადაც ხელოვნური ბარიერია განთავსებული. კომპანიის განცხადებით, მარშრუტის ფასის დამთვლელი Google Maps-ს სხვა ქვეყნებშიც "მალე" დაემატება.
კომენტარები