ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ამაჩქარებელი ბრუნდება — რა უნდა ვიცოდეთ
ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელი — დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) — სამწლიანი გამორთვის შემდეგ კვლავ ბრუნდება.
შესვენებისა და განახლების შემდეგ, ის კვლავ ირთვება და მალე დაიწყება უახლესი ფიზიკის ექსპერიმენტების მორიგი კვლევები. LHC, ცერნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთან ახლოს, 2018 წელს გამორთეს, რათა მეცნიერებსა და ინჟინრებს მთელი მსოფლიოდან ის კიდევ უფრო გაეძლიერებინათ.
ასევე: 3 წლის შემდეგ ადრონული კოლაიდერი კვლავ ჩაირთო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
თუმცა, კოლაიდერის სრულად ჩართვას ექვსი-რვა კვირა მაინც დასჭირდება.
CERN-ის სხივების განყოფილების ხელმძღვანელმა, როდრი ჯონსმა თქვა, რონ აქამდე სხივები ცირკულირებდნენ ინექციის ენერგიით და შეიცავდნენ პროტონების შედარებით მცირე რაოდენობას. უფრო მაღალი ინტენსივობისა და ენერგიის შეჯახებები რამდენიმე თვეში დაიწყება.
საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს გუნდი მონაწილეობდა LHC-ის ოთხი ძირითადი ინსტრუმენტის მუშაობის გაუმჯობესებაში. გაერთიანებული სამეფოს წვლილი განახლებაში 25 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტია, რომელიც დაფინანსდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური ობიექტების საბჭოს (STFC) მიერ.
STFC-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და ნაწილაკების ფიზიკოსმა, პროფესორმა მარკ ტომსონმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო აგრძელებს ცერნთან ძლიერ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
"ჩვენმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ძირითად განახლებაში, გზა გაუხსნეს გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით საინტერესო კვლევებს LHC-ის უფრო მძლავრ ენერგიებზე. შთამბეჭდავია თუ როგორ შეუძლიათ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს, თავიანთი წარმოუდგენელი უნარებითა და გამოცდილებით, გააგრძელონ ამ უახლესი ობიექტების გაუმჯობესება უფრო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. გლობალური სამეცნიერო საზოგადოება ახლა მოუთმენლად დაელოდება ახალ შედეგებს, რომელიც შეისწავლის ფიზიკის ფუნდამენტურ მნიშვნელობებს", — თქვა მარკ ტომსონმა.
CERN საბოლოოდ სავარაუდოდ ამ ზაფხულს ჩაირთვება. LHC-ის მესამე გაშვება, დააფიქსირებს ნაწილაკების რეკორდულ შეჯახებებსა და ენერგიებს. ატლასის და CMS-ის ექსპერიმენტების ამ ფაზაში შეგვიძლია ველოდეთ მეტ შეჯახებას, ვიდრე წინა ორ ფაზის დროს ერთად.
მეცნიერები ამ ახალი ექსპერიმენტებით შეეცდებიან გაიგონ თუ რა არის ბნელი მატერია, როგორია ნაწილაკების როლი და რაც მთავარია, რატომ გაჩნდა სამყარო.
კომენტარები