Zoom თქვენს ჟესტებს ამოიცნობს — ვიდეოზარისას ფიზიკურად ხელს თუ აწევთ, შესაბამის ფუნქციას გაააქტიურებთ
Zoom-ის ვიდეოზარების ერთ-ერთი მოსახერხებელი ნაწილი რეაქციების გამოყენებაა. ბევრი ჩვენგანი ამ ფუნქციას თანამშრომლისთვის "ტაშის დასაკრავად" ან გულის ემოჯიზე დაჭერით სიყვარულის გამოსახატად იყენებს. განახლების მეშვეობით კი Zoom-ის დესკტოპ აპლიკაციას უკვე ჩვენი ჟესტების ამოცნობა შეუძლია იმდენად, რომ ის ჩათვლის, რომ მოწონების გამოხატვა გსურთ, თუ ვებკამერა გექნებათ ჩართული და მას ცერა თითს აჩვენებთ. შესაბამისი, მოწონების რეაქცია თქვენი ვიდეოგამოსახულების გასწვრივ, ვიდეოზარში მონაწილეთათვის გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ჟესტების ამოცნობა არც ისე ახალი ამბავია iPad-ისა და iPhone-ისთვის განკუთვნილი Zoom-ის აპლიკაციებისთვის. აქ მსგავსი ფუნქციის გამოყენება 2021 წლის ზაგფხულიდან შეუძლიათ. ანუ ამ ფუნქციის გამოყენების გამოცდილება უკვე დაგროვდა და უკვე ვიცით, რომ ის ერთდროულად ძალიან გამოსადეგიცაა და გამაწბილებელიც. Zoom-ს შეუძლია სახეზე ნებისმიერი შეხება "ხელის აწევის" სურვილად მიიღოს. ხოლო ხანდახან ის მხოლოდ ძალიან გამოხატულ ცერა თითის ჩვენებაზე რეაგირებს. ამის მიუხედავად, ამ ფუნქციის ამუშავებას შეუძლია Zoom-ისთვის ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს ციფრულ და ფიზიკურ კომუნიკაციას შორის. არავისთვისაა სიახლე, რომ ამ მხრივ კომპანია ინვესტიციებს დებს.
Zoom-ის ახალ ვერსიას რამდენიმე სხვა ფუნქციაც აქვს, მათ შორისაა "თეთრი დაფაც", რომლის დამატებაც საქმიან ქოლზე იყო ხოლმე შესაძლებელი. ამჟამად ის უკვე ცალკეული პროდუქტია Zoom-ში. საერთო ჯამში კი კომპანია ცდილობს, გააკეთოს ის, რაც მსგავსი პლატფორმებისთვისაა საჭირო. მათ ინდუსტრიაში არსებული ნებისმიერი კარგი იდეა უნდა აიღონ და საკუთარ პროდუქტში ჩააინტეგრირონ. მაგალითად, აპლიკაცია Mmhmm დიდი ხანია ჟესტების ამოცნობის ფუნქციაზე მუშაობს. Zoom რამდენიმე წელია ცდილობს, პოზიციონირდეს ღია პლატფორმად დეველოპერებისთვის, თუმცა აგრძელებს ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო იდეების საკუთარ პროდუქტში დანერგვასა და Zoom-ის იმ მთავარ სივრცედ ქცევად, რომლის გავლითაც ონლაინ კომუნიკაციას ვახერხებთ.
კომენტარები