მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და პატარა წყალქვეშა სკუტერი შექმნეს — ნახეთ ვიდეო
Waydoo-ის პრესრელიზის მიხედვით, ჩინური კომპანია მალე მსოფლიოს ყველაზე პატარა ზომისა და მსუბუქ წყალქვეშა სკუტერს, Subnado-ს გამოუშვებს. სკუტერი თანადაფინანსების პლატფორმა Kickstarter-დან გაეშვება.
წყალქვეშა სკუტერებს მყვინთავის მამოძრავებელ მანქანებსაც უწოდებენ. ისინი წინ გადაადგილებისთვის მყვინთავებს იმპულსს აძლევენ იმის მიუხედავად, გრძნობენ თუ არა ისინი წყალში თავს კომფორტულად. მოწყობილობების შექმნის მიზანია, ცურვა, აკვალანგით ყვინთვა, წყალქვეშა ცურვა თუ სპორტის სხვა მსგავსი სახეობები უფრო სახალისო და ადვილად მართვადი გახადოს.
Waydoo-ის ახალ სკუტერს ცილინდრული კორპუსი აქვს, რომელიც სიგრძეში მხოლოდ 38 სმ-ს, სიგანეში კი — 6 სმ-ს აღწევს. მოწყობილობა სულ რაღაც 1.4 კგ-ს იწონის. მისი ალუმინის გლუვი კორპუსის დიამეტრი 60 მმ-ია, პროპელერის დამცავის კი, ოდნავ მეტი — 70 მმ. აქედან გამომდინარე, Subnado მარტივი სატარებელია და ჩვეულებრივ ზურგჩანთაშიც ეტევა.
მოწყობილობა ისეთი პრობლემების გადაჭრას ეცდება, რომელიც ხშირად წყალქვეშა სკუტერებთან ასოცირდება ხოლმე. ასეთებია სკაროსის ფორმის მოცულობითი ბიონიკური დიზაინი და დიდი ზომა.
Subnado-ს 98 ვატიანი ლითიუმ-იონური ბატარეა აქვს, რომელსაც ერთი დამუხტვით 56 წუთამდე მუშაობა შეუძლია. იგი 100 ვატი სიმძლავრის USB-C დატენის სისტემითაა აღჭურვილი. შესაბამისად, მისი დამუხტვა USB კაბელითაცაა შესაძლებელი, რაც მას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.
სკუტერს მაქსიმალური 1.4 მ/წმ სიჩქარით მაქსიმუმ 65 კგ წონის ადამიანის გადაყვანა შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ მეტი სიჩქარის მიღწევა გინდათ, ერთის ნაცვლად ორი Subnado გამოიყენეთ და 2 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებთ.
სკუტერს IP68 წყალგაუმტარი კორპუსი აქვს, რომლის საშუალებითაც მაქსიმუმ 60 მეტრის სიღრმეზე შეუძლია ცურვა. თუ მოჭიდების გარეშე გინდათ გადაადგილება, რათა ხელები თავისუფალი გქონდეთ, Subnado კრუიზის რეჟიმსაც უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი გადაადგილების დროს თავისუფალი მოძრაობის საშუალებას გაძლევთ.
ყველა სიკეთესთან ერთად, სკუტერს შებრუნებული დამუხტვის სისტემაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი შეგიძლიათ ენერგიის წყაროდაც გამოიყენოთ.
Subnado Kickstarter კამპანია პლატფორმაზე მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე ჩაეშვება. ის, ვინც პროდუქტში წინასწარ თუნდაც 1$-ის გადახდას გადაწყვეტს, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს მას შემდეგ, რაც იგი კომერციულად ხელმისაწვდომი გახდება.
კომენტარები