ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც ომიკრონითაა გამოწვეული — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება, რაც კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონითაა გამოწვეული. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა და როგორც ჰოსპიტალური, ასევე, ლაბორატორიული სექტორი ახალ შემოტევას გაუმკლავდება.
"დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 საათით, ეპიდსიტუაცია წინა კვირასთან მიმართებაში, შესაბამის დღეებთან მიმართებაში უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება, ასე ვთქვათ და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ე.წ დაღმავალი ტალღა ყოველდღიური ახალი შემთხვევებისა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა უკვე აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და შესაბამისად, ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი სხვა ინდიკატორების, როგორიც არის, დადებითობის მაჩვენებელი, მისი ზრდა", — განაცხადა მან.
გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა დინამიურია. მისი თქმით, დღეს საქართველოში ომიკრონის 159 ლაბორატიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული კვლევებით ამ მაჩვენებელს ახალი შტამით ინფიცირების 94 ახალი შემთხვევა დაემატა. გამყრელიძის ცნობით, მათგან 17% რეინფიცირებულია ხოლო ინფიცირებულთა 67% სრულად ვაქცინირებულია. ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 8 კოვიდინფიცირებული ბუსტერიზებული იყო.
გამყრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ვირუსი ვაქცინირებულების შემთხვევაში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ბუსტერიზაცია ომიკრონთან ბრძოლის ერთადერთი ძირითადი რეკომენდაციიაა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ძველით ახალი წლის პერიოდში "მაქსიმალურად მოკრძალებულები" იყვნენ.
5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 805, ხოლო გარდაიცვალა 32 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 23 696, PCR ტესტით — 16 681.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 5,87%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 6,84%.
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
კომენტარები