ქერი ბრედშოუს ბინა Airbnb-ზე 23 დოლარად ქირავდება
Warner Bros-მა და Airbnb-მა ქერი ბრედშოუს ბინა, რომელმაც HBO-ს შოუ უკვდავყო, სერიალის გაგრძელების And Just Like That-ის პატივსაცემად გულმოდგინედ აღადგინეს.
კედლების საღებავის ფერი, 2000-იანი წლების უსადენო ტელეფონი, კერის შავი ლეპტოპი და იქვე პატარა ჩანაწერი Wifi-ის პაროლის შესახებ და სხვა დეტალები ოთახში ზედმიწევნით არის გაცოცხლებული. ქერის თაროებზეც კი მარტინის ჭიქებით დაწყებული და Vogue-ს ჟურნალებით დამთავრებული ყველა ნიუანსი გათვალისწინებულია.
რაც შეეხება ქერის გარდერობს, აქაც ყველაფერი დეტალურად მეორდება Manolo Blahniks-ის ფეხსაცმელების ჩათვლით. ბინაში შოუს საკულტო ნივთებიდან ქერის ოქროს ყელსაბამის, Patricia Field-ის ბალერინის კაბის, რომელიც ქერის სერიალის ტიტრებში აცვია და ელეგანტურ სააღდგომო კვერცხების ნახვაც შეგიძლიათ.
რადგან მოდა იმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც სერიალი სექსი დიდ ქალაქში უყვართ, ბინის დამთვალიერებლებს შეუძლიათ კაბები შეარჩიონ, რაშიც პერსონალური სტილისტი დაეხმარებათ და ფოტოგრაფი კი სასურველ სამოსში გამოწყობილებს სურათებსაც გადაუღებს.
შოუს მთავარი ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი ქერისთვის დამახასიათებელი სტილით ვირტუალურად მოგესალმებათ. "ქერი ბრედშოუ ჩემთვის ძვირფასი პერსონაჟია და ახლა მისი სამყაროს მონახულება ფანებსაც შეუძლიათ. მოხარული ვარ, რომ მსურველებს ქერის განცდების გაზიარება ამ დონეზე შეეძლებათ და პირდაპირი მნიშვნელობით მის ფეხსაცმელსაც კი მოირგებენ", — ამბობს პარკერი.
ბრედშოუს ბინის დაჯავშნა 8 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი და ის ერთი ღამით 23 დოლარი ეღირება. ეს თანხა სიმბოლურია, რადგან სერიალი სექსი დიდ ქალაქში 23 წლის წინ დაიწყო. ბინა ნიუ-იორკში, ჩელსის უბანში, მდებარეობს.
იქამდე კი, ფოტოები დაათვალიერეთ და ვინ იცის, იქნებ გეგმებიც კი დასახოთ...
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
კომენტარები