ტერორისტული თავდასხმა ლონდონზე - რა ვიცით ამ დროისთვის
ლონდონში გუშინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან 40 წლის ქალი, 50 წლის კაცი, პოლიციელი და თავად თავდამსხმელი.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცოტა ხნის წინ შეასწორა ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ. რეიდების შედეგად და ტერაქტთან კავშირში დაკავებულია 7 ადამიანი.
დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის არის პოლიციის ორი ოფიცერი.
სკოტლენდ-იარდის ინფორმაციით, ტერაქტი ლონდონის დროით შუადღის 2:40 საათზე დაიწყო. თავდამსხმელი ვესტმინსტერის ხიდზე მოსიარულე ადამიანებში მანქანით შევარდა და გზა განაგრძო. თავდასხმამ ადგილზე მოკლა 2 ადამიანი.
თავდასხმის დროს, ერთი ქალი ხიდიდან წყალში გადახტა. ის გადაარჩინეს, თუმცა სერიოზული დაზიანებები აქვს.
ტერორისტმა მანქანა პარლამენტის შენობასთან შეაჯახა და შემდეგ დანით შეიარაღებულმა სცადა შენობაში შეჭრა.
ამ დროს, მან სასიკვდილოდ დაჭრა შეუიარაღებელი პოლიციელი, რა მომენტშიც მას სხვა შეიარაღებულმა პოლიციელმა ესროლა და მოკლა.
დაღუპული პოლიციელი 48 წლის კეის პალმერი იყო, რომელიც პოლიციის ოფიცრად 15 წლის განმავლობაში მსახურობდა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და მათთვის მისი ვინაობა ცნობილია. გამოძიების ინფორმაციით, ის საერთაშორისო ტერორიზმით იყო შთაგონებული.
პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თავდასხმა ავადმყოფობად და გარყვნილებად შეაფასა და დასძინა, რომ ეს შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ღირებულებებს ვერ დაარღვევს:
"თავდასხმისთვის ეს ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული. ტერორისტმა ჩვენი დედაქალაქის გული საგანგებოდა შეარჩია, სადაც ყველა რელიგიის, ეროვნების, კულტურის ადამიანები იკრიბებიან, ისინი ზეიმობენ თავისუფლებას, მის ღირებულებებს, დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას. ნებისმიერი მცდელობა, ჩვენი ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრისა, წარუმატებლად დასრულდება".
დაშავებულებს შორის არიან ადგილობრივი მოქალაქეები, ტურისტები, სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
2005 წლის შემდეგ, ეს იყო ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ლონდონზე. 12 წლის წინ ივლისში ოთხმა ბრიტანელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბები ააფეთქეს და საჯარო ტრანსპორტის 52 მგზავრი მოკლეს.
ტერორისტული თავდასხმა ბრიუსელის თავდასხმიდან 1 წლის თავზე მოხდა.
ლონდონის ტერაქტში დაღუპულებისა და დაშავებულების საპატივსაცემოდ, გუშინ ეიფელის კოშკის განათებები ჩაქვრა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები