ზვიადაძე ჩუბინიძეს სთხოვდა, ე.წ.კანონიერი ქურდი 10 დღით ქვეყანაში შემოეშვათ — ფაილები
გავრცელებულ ფაილებში გვხვდება არაერთი ჩანაწერი სასულიერო პირებისა და კრიმინალური ავტორიტეტების კავშირების შესახებ. ნაწილში ვკითხულობთ, რომ მღვდლები ე.წ. კანონიერ ქურდებს მათი საქმეებში დახმარებას სთხოვენ, თუმცა გვხვდება ისეთებიც, სადაც თავად ცდილობენ კრიმინალებს საქმე "მოუგვარონ".
მაგალითად, ფაილში, რომელშიც, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების მიმოწერაა, ვკითხულობთ, რომ საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს სთხოვა ქვეყანაში 10 დღით კრიმინალური ავტორიტეტის შემოყვანაში დახმარებოდა, რომელსაც ავადმყოფი მშობლების ნახვა სურდა.
"[30.08.19, 15:08:51]: პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს აცნობა, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ვახტანგ (ვატო) ყიფიანის საქართველოში მცხოვრებ მშობლებს გააჩნიათ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დაინტერესდა რამდენადაა შესაძლებელი მათ მოსანახულებლად, დაახლოებით ათი დღით ვ. ყიფიანს სახელმწიფომ დართოს საქართველოში შემოსვლის ნება. ხსენებულზე ა. ჩუბინიძემ გ. ზვიადაძეს განუმარტა, რომ მოცემული საკითხი არის არა მისი, არამედ შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის პრეროგატივა. მოცემულ მომენტამდე გ. ზვიადაძის კომუნიკაცია კ. საბანაძესთან არ დაფიქსირებულა".
ფაილებში არ არის დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, შედგა თუ არა საუბარი საბანაძესა და ზვიადაძეს შორის, თუმცა არის კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ "ხსენებულის გადასაწყვეტად გ. ზვიადაძე გეგმავს მიმართოს შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს". უცნობია, იყო თუ არა ქვეყანაში ჩამოსული ე.წ. კანონიერი ქურდი.
ვატო ყიფიანი ფაილებში არაერთხელ გვხვდება. მაგალითად, სასულიერო პირების დოსიეებში ვკითხულობთ, რომ მასთან "მჭიდრო კავშირი" აქვს ერთ-ერთ არქიმანდრიტს. სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების ჩატში კი წერია, რომ მას "ახლომეგობრული ურთიერთობა" აქვს სხვა სასულიერო პირთანაც.
მაგალითად, 2014 წლის მაისით დათარიღებულ ფაილში წერია:
"მოპოვებული ინფორმაციით არქიმანდრიტ - - (სახელი დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ), საუბარი ჰქონდა უკრაინაში მყოფ ე\წ კანონიერ ქურდთან ვატო ყიფიანთან, რომელსაც სთხოვა მისი მეგობრის დახმარება. - - სიტყვებით მის მეგობარს (ვინაობა დგინდება) პრობლემები აქვს თავის თურქ ბიზნეს-პარტნიორებთან, რომლებიც ხიდების მშენებლობით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. ვ.ყიფიანმა ურჩია - -, რომ სკაიპით დაუკავშირდნენ და დაწვრილებით აუხსნან საქმის ვითარება, რის შემდეგ ის შეძლებს დახმარების გაწევას".
მოგვიანებით კი, ამავე წლის ოქტომბრის ფაილში ვკითხულობთ, რომ ყიფიანმა საქმის "მოგვარების" სანაცვლოდ, თავისი წილი, 60% მოითხოვა:
"მ\წ 25 ოქტომბერს რუისის და ურბნისის ეპარქიის, ყინწვისის მონასტრის არქიმანდრიტი - - ჩასული იყო ქ.ფოთში, სადაც შეხვდა ბიზნესმენ - -. როგორც დამატებით გაირკვა - - ვ.ყიფიანის დავალებით (ამჟამად იმყოფება ქ.სტამბულში) შეხვდა - -, რომელსაც თავის მხვრივ ფინანსური პრობლემები აქვს თურქ ბიზნეს-პარტნიორებთან. ვ.ყიფიანი და - - შეთანხმდნენ რომ, თურქებისგან თანხის ამოღების შემთხვევაში ვ.ყიფიანი მიიღებს ამოღებული თანხის 60 პროცენტს".
როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა, როცა აღნიშნულმა სასულიერო პირმა ყიფიანის დახმარებით ისარგებლა. უკვე 2015 წლის ივლისის ფაილში ვკითხულობთ, რომ ყიფიანმა არქიმანდრიტს "მისი კაცი" უწოდა, რომელსაც "მასთან შეთანხმებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის უფლება აქვს"
"მოპოვებული ინფორმაციით არქიმანდრიტ - - დახმარება სთხოვა მისმა მეგობარმა - - და აცნობა, რომ რამოდენიმე ათასი აშშ დოლარი ვალი აქვს და მოვალეები თანხის ამოღებას კრიმინალების დახმარებით ცდილობენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით - - ესაუბრა თავის მეგობარს, ამჟამად უცხოეთში მყოფ კრიმინალ ვატო ყიფიანს. - - სიტყვებით, ყიფიანმა საქართველოს კრიმინალურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ არქიმანდრიტი მისი კაცია და მასთან შეთანხმებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის უფლება აქვს".
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებსა და ლიდერებს და ამ ადამიანებთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, ჩამონათვალში შეხვდებით კონკრეტული სასულიერო პირების მძღოლებს, საპატრიარქოს დაცვას, სტიქაროსნებს, თეოლოგებსა და სამების დამლაგებელსაც კი. ფაილებს შორის არის ინფორმაცია საპატრიარქოში რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას.
14 სექტემბერს საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყ, 18 სექტემბერს კი დამატებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ გამოძიება ფარული მასალების შემდგენსა და მომპოვებლებსაც ეძებს. მათივე განცხადებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვისა და გამოთხოვის მიზნით მიმართეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები