შარშან პირადად მქონდა კომუნიკაცია NCDC-სთან, წელს საჭიროდ ჩავთვალე არჩევნების გადადებაზე განცხადება გამეკეთებინა — ომბუდსმენი
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არჩევნების გადადების საკითხზე 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა კომუნიკაცია, წელს კი იქიდან გამომდინარე, თუ რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩათვალა თავი ვალდებულად ეს განცხადება გაეკეთებინა.
"შარშან ამ პერიოდისთვის ჩვენ გაცილებით სხვა მდგომარეობა გვქონდა, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა როდესაც დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან და მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ ადამიანების კომპეტენცია არჩევნების შედეგად რამდენად დამძიმდებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რადგან ბუნებრივია, მე, როგორც სახალხო დამცველს, ამის გამოცდილება არ მქონდა, თუმცა წელს იქიდან გამომდინარე, რომ ვნახეთ რა შედეგი მივიღეთ შარშან არჩევნების შემდგომ, დაკვირვების შედეგადაც ადვილი შესამჩნევია, ასევე, ეს ადამიანებიც ადასტურებენ, რომ არჩევნები ზრდის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დასაცავად გამეკეთებინა ეს განცხადება",— ამბობს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, მთავარი სიტყვა ამ საკითხზე ეპიდემიოლოგებს ეთქმით, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და გააკეთონ პროგნოზი იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება არჩევნების შემდეგ.
"თუმცა რა თქმა უნდა, მთავარი სიტყვა ეთქმით ეპიდემიოლოგებს, მათ უნდა გააკეთონ პროგნოზი, მათ უნდა აიღონ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა და რა მდგომარეობა, პროგნოზი გვექნება ჩვენ არჩევნების შემდგომ და პოლიტიკოსებმა ამ პროგნოზის საფუძველზე მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება", — თქვა მან.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.
ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.
გაიგეთ მეტი:
- ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა დავაბრალო, რომ ნაცმოძრაობის გარე სპიკერი აღმოჩნდა — მდინარაძე
- ჩემი მიმართვის ადრესატი პრემიერმინისტრი იყო, რადგან მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა — ლომჯარია
- არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ — პაპუაშვილი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები