აქტივისტების თქმით, მიუხედავად მორატორიუმისა, კაშხლის მშენებლობა გრძელდება — რას ამბობენ ENKA-ში
აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მიუხედავად გამოცხადებული დროებითი მორატორიუმისა, კაშხლის მშენებლობა გრძელდება.
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზია და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და თითქოს პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროცესს, ასე გამოჰყავთ ხოლმე ახლა საზოგადოების თვალში, რომ სანამ არ გადამოწმდება თავიდან ყველაფერი, მანამდე კაშხლის მშენებლობა და საერთოდ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერდება, გარდა გზისა, ანუ გზაზე ამბობენ ხოლმე, რომ გზა გაკეთდება მარტო, თუმცა თქვენ ახლა ხედავთ უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესს, გვირაბი გაჰყავთ, ეს არის სადერივაციო გვირაბი და არის უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობის ადგილი", — ამბობს გოლეთიანი ფეისბუქლაივში.
On.ge დაუკავშირდა კომპანია ენკას, სადაც აცხადებენ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს და სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ გაცემული ნებართვის და მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწიელეებს წინასწარ არც კი უკითხავთ, მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას", — ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე.
აქტივისტების მოთხოვნები და ხელისუფლების პასუხი
რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობებზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ. ამბობდნენ, რომ სამივე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქში მასშტაბურ აქციებს გამართავდნენ. ისინი ითხოვდნენ, მოიხსნას ბარიკადები, რომ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება, ასევე, კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.
დღეს, 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:
- ენკასთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს;
- მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
- მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს;
- ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის ბარიერებს;
აქტივისტებს კარვის გასაშლელად ადგილს შეარჩევინებენ.
რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტის, ნამახვანში კარვების დაშლის, სოფლამდე მისასვლელი გზის გადაკეტვის და პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ 16 აპრილს სამთავრობო გუნდი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა, თუმცა ამას წინ უძღოდა საპატრიარქოს მოწოდება მოლაპარაკების აუცილებლობაზე.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, ორი გუბერნატორი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები შეხვდნენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები