ინჯიას სურს, წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა გაიზარდოს, რამდენჯერმე განმეორებისას კი პირი სისხლის სამართლით დაისაჯოს
პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული, ამჟამად ევროპელი სოციალისტების წევრის, ფრიდონ ინჯიას აზრით, წვრილმან ხულიგნობაზე ჯარიმა უნდა გაიზარდოს და განმეორებითობის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდეს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანი 6 თვით ან 1 წლით უნდა იჯდეს ციხეში.
საუბარია კანონპროექტზე რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ კოდექსის 2 მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა, უნდა გამკაცრდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა გაიზარდოს.
წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევაში საუბარია 500-1000 ლარიანი სანქციის 1500-2000 ლარამდე გაზრდაზე. სწორედ ამას გამოეხმაურა ინჯია და განაცხადა, რომ საჭიროა შეთავაზებულზე უფრო მეტად გამკაცრება — პირველ ჯერზე თანხის გაზრდა და განმეორებისას ადმინისტრაციულის ნაცვლად, საქმის სისხლის სამართლის კოდექსში გადატანა. მისივე აზრით გამოსავალი ის არის, რომ ადამიანმა "არ შეიგინოს" და "არ იხულიგნოს".
"მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, შეიძლება, ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ, დაანგრია ქვეყანა. დედის გინება ჩვეულებრივ სალაპარაკო იმაშია რა, ენა გახდა რა. აბსოლუტურად ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, ყველაფერზე.
მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც და არავითარი პატიება და რაღაცა. აქ წერია ერთხელ 1 000 ლარამდე, მეორეჯერ 2 000 ლარამდე. მაგალითად, მესამედ თუ გააკეთა, მეოთხედ თუ გააკეთა, როგორ იქნება კვლავ 2 000 ლარი? ჯერ ერთი ლარი როგორ მიდის კარგად ხედავთ, ხომ არ ჯობდა, რომ ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაცა ნაწილზე ანდა სხვანაირად, სხვა განზომილება იყოს და არა ლარებში 2 000, 1 000 ლარი. ერთ წელიწადში ხომ ხედავთ როგორ გაუფასურდა ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას.
სამართალდარღვევები რაც იყო ამ პერიოდში, ხომ ხედავდით მიდიდოდნენ იქ, გადაიხდიდნენ ფულს და პოლიციელი რომ მიდიოდა თავის ადგილას იმაზე ადრე ბრუნდებოდნენ ისინი.
მე ვფიქრობ რომ დიფერენციაცია უნდა, თუ მესამეჯერ და მეოთხეჯერ მოხდა იქ უნდა იყოს ეს სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და იყოს უკვე 6 თვე ერთი წელი იჯდეს ის. არ დაიგინო, არ გააფუჭო არ იხულიგანო და ვსიო დამთავრდა ამითი", — განაცხადა მან.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები