გირჩს თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები ცოტა არეული აქვს — გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გირჩს ფუნქციები აერია. მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებაზე მათი პოზიცია აიგოს.
"გირჩს ცოტა არეული აქვს, თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები, უმრავლესობის, უმცირესობის ფუნქციები. შეიძლება, ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არის უმრავლესობის პოზიციები, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მსჯელობა შეიძლება. [...] არ შეიძლება ბატონი იაგოს განცხადებაზე აიგოს ჩვენი პოზიცია, არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღას ჩავიდებთ ჯიბეში და გვექნება გარკვეული პრივილეგიები ეს არაა საკმარისი იმისთვის, რათა სერიოზულად ვიმსჯელოთ თემებზე", — განაცხადა ვოლსკიმ.
თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება, პარტია გირჩს სამომავლო მოქმედების 2 გეგმა აქვს. ერთი, ბოიკოტის რეჟიმის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას ითვალისწინებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება მათი შვიდი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც დააკმაყოფილებს. მეორე კი, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას გულისხმობს, მაგრამ დათქმით და დეპუტატის კონკრეტული პრივილეგიების შენარჩუნებით.
რა შემთხვევაში შევა გირჩი პარლამენტში
გირჩის გეგმები მათ გაზეთში "მეტი თავისუფლება" გამოქვეყნდა. აქ აღნიშნულია, რომ პარლამენტში შევლენ, თუ ქართული ოცნება დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლეს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
- რესტიტუცია — ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
- მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარებას იმიტომ ითხოვენ, რომ ქართული ოცნებისთვის ნებისმიერი პუნქტის დათმობა რთული იქნება. ამავდროულად, On.ge-სთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდისგან დათმობის რეალური მოლოდინი არ აქვს, თუმცა დააკვირდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.
"ერთი შეასრულონ და საკმარისი იქნება ჩვენს შესასვლელად, მაგრამ იმ შვიდი საკითხიდან ყველა ისეთია, რომ ნებისმიერის დათმობა ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას. ჩვენ ეს უბრალოდ არგუმენტად გვჭირდება, რომ იძახიან კონსტრუქციულები ვართ, ასეთები ვართ, ისეთები ვართ. ა, ბატონო, შვიდი საკითხია, ერთი მაინც დაგვითმონ და კიდევ ერთი პარტია იქნებოდა პარლამენტში. თუ ამასაც არ დათმობენ, მაშინ არგუმენტაცია მათ კონსტრუქციულობაზე უფრო სუსტი იქნება", — განაცხადა მან.
როგორ მოიქცევა გირჩი თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება
გირჩის გაზეთში აღნიშნულია, რომ თუ მმართველ პარტიის წევრებს არ უნდათ არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ძალაუფლების სხვისთვის, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეალური გადანაწილება მოხდეს, ეს გარემოება მათთვის, 3-4 ადამიანისგან შემდგარი ფრაქციისთვის, პარლამენტს უინტერესოს ხდის. ასეთ შემთხვევაში, გირჩი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მაგრამ თავისი პირობებით.
"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნებს გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტს რეჟმში დარჩენა. თუმცა, ჩვენი ბოიკოტი განსხვავებული იქნება ჩვენი კოლეგების ბოიკოტისგან:
- ჩვენ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
- არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში;
- არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებთ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ:
- პარლამენტის წევრის იმუნიტეტს;
- იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);
- პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას", — წერია გირჩის განცხადებაში.
დამატებით იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ამ პრივილეგიებით სარგებლობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას და ისინი რეგლამენტით გათვალისწინებულ არცერთ საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.
"ჩვენ პარლამენტში ჩამოთვლილი საკითხების მოსაწესრიგებლად შევდიოდით, სწორედ ამ მიზნით ვურთიერთობდით მთელი წელი ოპოზიციასთან, რათა მათი დახმარებით მიგვეღწია ჩვენი მიზნისთვის.
იგივეს გაგრძელებას ვეცდებით ქართული ოცნების დეპუტატებთან, პარლამენტის დერეფანში, და თუ მეათე მოწვევის პარლამენტს აღმოაჩნდება ამ ფუნდამენტური საკითხებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის უნარი მაინც, ჩვენ ჩავთვლით, რომ პარლამენტი შედგა და მონაწილეობას მივიღებთ მის საქმიანობაში", — წერია განცხადებაში.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოა. ორივე მხარე შეთანხმების ვერშედგომას ერთმანეთს აბრალებს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები