"გათავისუფლების იმედი არ აქვს" — ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ოჯახმა მოინახულა. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი On.ge-სთან ყვება, რომ 31 მარტს შეხვედრა წითელი ჯვრის დახმარებით შედგა. თავდაპირველად ოჯახმა ამანათის გაგზავნა ითხოვა, თუმცა მათ უშუალოდ ციხეში შესვლა შესთავაზეს.
გახელაძესთან ორ სრულწლოვანსა და ორ არასრულწლოვანს უშვებდნენ. ამიტომ გადაწყდა, რომ სანახავად ცოლი, მამა და ორი შვილი წასულიყვნენ. როგორც ირმა ბუთხუზი ამბობს, თავდაპირველად ნეიტრალურ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ცხინვალის წითელი ჯვრის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩხრეკისა და გარკვეული პროცედურების შემდეგ, ისინი ე.წ. პაემნების ოთახში შეიყვანეს.
"შეხვედრა იმდენად არაფერია, რაც დამშვიდობება იყო. საშინელებაა. ბავშვებთან ჰქონდა უფრო მეტი ურთიერთობა. წამითაც არ მოშორებიან ბავშვები", — გვიყვება გახელაძის ცოლი.
ძირითადად ისაუბრეს ბავშვებზე. ირმა ბუთხუზის თქმით, უფროსმა შვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, რაც ზაზამაც შეამჩნია:
"ეფერებოდა და სულ ეუბნებოდა, ჭამე რამე, ნუ ხარ ასე, ნუ დარდობ, მამაშენი მალე გამოვა. ბავშვებს იმედს აძლევდა, მაგრამ ჩემკენ როგორც კი შემოტრიალდებოდა, იმედი არ ჰქონდა".
ოჯახმა ერთად ორ საათ-ნახევრის გატარება მოახერხა. ცოლის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად არის, ზაზას ფეხზე ჭრილობა შეხორცებული აქვს, ვარჯიშობს და დამოუკიდებლად გადაადგილებაც შეუძლია. ერთადერთი, რაც ახლა აწუხებს, უიმედობაა.
"გათავისუფლების იმედი ნამდვილად არ აქვს. ინფორმირებულია, უყურებს ტელევიზორს, აქვს წვდომა ქართულ არხებზეც და თვალ-ყურს ადევნებს. ამდენი შეხვედრების შემდეგ აღარ სჯერა, რომ რაღაც მოხდება".
როგორც ირმა ბუთხუზი აღნიშნავს, ზაზას ციხეში არ ავიწროებენ, ისე ექცევიან, როგორ იქაურ პატიმარს და პირობებიც კარგი აქვს. იხსენებს, რომ ყველაზე რთული, დამშვიდობება იყო:
"ემოციურად რთული იყო ის მომენტი, როცა გვითხრეს, დრო ამოიწურაო და უნდა წამოვსულიყავით. არ ვიცოდით, რა დრო გადიოდა".
ოჯახმა ახლა არ იცის, შემდეგი შეხვედრა როდის გაიმართება:
"[ზაზამ ბოლოს გვითხრა] 12 წელი გავუძლოთო, იმედია 12 წლის შემდეგ ერთად ვიქნებითო".
ზაზა გახელაძე კასპში გასული წლის 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.
გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
გაიგეთ მეტი:
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები