ახალი ძალა თუ ქართული ოცნება 2 — რას ფიქრობენ გახარიას პოლიტიკურ მომავალზე
ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკიდან არ მიდის. ამის შესახებ დღეს გავიგეთ, როცა მისი გადადგომიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა და სამომავლო გეგმებზე პირველად, თან ბუნდოვნად ისაუბრა. გაჩნდა ვერსიები, რომ გახარია ახალი პარტიით ბრუნდება, თუმცა როგორ ურთიერთობაში იქნება ქართულ ოცნებასთან და რა მიზანი ექნება — სწორედ ესაა მთავარი კითხვები.
"პირველი, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", — განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებმა.
ტელეკამერებმა გიორგი გახარია მანქანისკენ მიმავალი დააფიქსირეს. მასთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ ქემოკლიძე და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი იყვნენ.
კახაბერ ქემოკლიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობა სულ 21 დღე ეკავა და გახარიას გადადგომიდან მალევე ისიც წავიდა. რაც შეეხება მიხეილ დაუშვილს ის ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატია და გახარიას პრემიერობის პერიოდში ბიზნესომბუდსმენი იყო.
გახარიას სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით On.ge-მ სცადა მიხეილ დაუშვილთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ქართულ ოცნებაში ყოფილი პრემიერის სავარაუდო პოლიტიკურ გააქტიურებას მიესალმებიან. ამასთან, ისინი გახარიას გამოცდილ, ქვეყანაზე მზრუნველ და პატრიოტ ადამიანად მოიხსენიებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი კი გახარიას გააქტიურებაში ბიძინა ივანიშვილის მორიგ "ტრიუკს" ხედავს.
დეპუტატ ბექა დავითულიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი თუ იმავე წარმატებით განაგრძობს ოპოზიციაში ყოფნას, ეს ქართული პოლიტიკისთვის მხოლოდ "კარგი" იქნება.
"ძალიან ბევრი ქართულ ოცნებაში მეგობრობს, ადამიანური ურთიერთობები აქვთ გიორგი გახარიასთან, ამიტომ მასთან ერთად თუ დავინახეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არშექმნილი პოლიტიკური გუნდის წევრია", — აღნიშნა მან.
გახარიას პოლიტიკური გააქტიურების პარალელურად გაჩნდა კითხვები, ვინ შეიძლება გადავიდეს მის სამომავლო გუნდში. გეგმებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს დეპუტატ ბექა ლილუაშვილს, რომელიც ეკონომიკის საკითხებში გახარიას მრჩეველი იყო. ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი მისი მეგობარია და გადადგომის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური გეგმები არ განუხილავთ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის კი, რომლისთვისაც გახარია ღირსეული პრემიერი იყო, არ გაუგია, რომ ვინმეს მართველი გუნდიდან წასვლა უნდოდეს, თუმცა ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მისივე თანაგუნდელებისთვის "გზა ხსნილია".
"მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს. ან თვითონ [გიორგი გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს. თუნდაც გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი", — განაცხადა ვოლსკიმ.
ლადო კახაძის თქმით, იგი, როგორც პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე, ყოველთვის მოხარული იქნება, რომ ქვეყნის სამსახურში გამოცდილი ადამიანები ჩადგნენ. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, რიმა ბერაძე კი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მეტი ადამიანის და ახალი სახეების შემოსვლა მისასალმებელია.
"ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს", — თქვა მან.
დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილისთვის სასურველია, რომ მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს, რადგან არსებული ოპოზიცია "ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს".
გახარიას კრიტიკულ ხედვებზე ამახვილებს ყურადღებას დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ამბობს, რომ მისი აზრი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.
"მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება, მათ შორის მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც ჭიდილი", — აღნიშნა ზარქუამ.
კიდევ ერთი დეპუტატი, პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლით პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება:
"ის სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა ის სერიოზული ფიგურა იყოს უკვე ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს. მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება".
მმართველი გუნდისგან განსხვავებით ყოფილ პრემიერში "ოპოზიციას" ვერ ხედავს ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა გახარია პოლიტიკაში, მას ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
"მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა, რომელიც მისი მმართველობის დროს ქვეყანაში გაჩნდა. ამ კითხვებს ვერ გაექცევა ნამდვილად", — ამბობს კაპანაძე.
ქართული ოცნების ყოფილი წევრისთვის, ეკა ბესელიასთვის გახარიას პოლიტიკურ გააქტიურებაში ორი მთავარი კითხვა არსებობს — ის "ივანიშვილის პროექტია" თუ "სხვისი პროექტია". TV პირველის ეთერში საუბრისას მან არც ერთი ვარიანტი არ გამორიცხა.
"მე რამდენადაც მას ვიცნობ, გამოვრიცხავდი, რომ ის დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ თუ მან შექმნა ახალი პოლიტიკური პარტია, ეს მისი ინდივიდუალური გადაწვეტილება იყოს. ამ ვერსიას ვერ ვირწმუნებდი. ვინ დგას მის უკან, ესაა მნიშვნელოვანი კითხვა და რა ამოცანა ექნება მის პოლიტიკაში ყოფნას", — აცხადებს ის.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ თუ ყოფილი პრემიერი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს, პირველ რიგში ქართულ ოცნებას დააზიანებს:
"ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია. ისევე, როგორც ძალიან დააზიანა გადადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა. ამიტომ, მე ასე კონკრეტულად რაიმე სახის ძლიერ ძალას ნამდვილად ვერ ვხედავ მისი სახით".
გახარია სამომავლო პოლიტიკურ გააქტიურებას გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. მისი მოსაზრებით, მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის მომავალი პოლიტიკური მოძრაობა ქართული ოცნება 2 იქნება.
"პარასკევს თუ ხუთშაბათს საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს და არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, რომ შექმნას ქართული ოცნება 2. მადლობა ქართულ ოცნებას, რომ ასე ყურადღებით მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომელთაც აქედან გავცემთ", — ამბობს მარგველაშვილი.
გახარიას დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესაც. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სანამ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში დაბრუნებაზე იფიქრებს, მან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ არაერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, მან თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. ამ პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ მის დაპირისპირებაზე ქართული ოცნების ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, რასაც გახარია უარყოფდა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვლის დილას გიორგი გახარიამ პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.
გახარიამ მაშინ თქვა, რომ მისი ურყევი პოზიციაა, "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მელიას დაპატიმრებაზე გუნდისა და ყოფილი პრემიერის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა შემდეგ გახარიამ "აზრი უცბად შეიცვალა".
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები