მეწყერული პროცესი რამდენიმე დღეა გააქტიურდა, საგზაო სამუშაოებთან კავშირში არაა — მერის მოადგილე
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერული პროცესი რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა და გზის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა.
მისი განმარტებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესი ნაწილობრივ გააქტიურდა.
"ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მეწყერული პროცესის გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა რაც მოხდა. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, ფორსმაჟორულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოვხსნათ", — აღნიშნა ბენდელიანმა.
თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ ფერდობზე მეწყერული პროცესის გააქტიურებას მომდევნო კვირიდან გერმენელი ექსპერტები შეისწავლიან. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს.
ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის სამუშაოების დაწყებამდე გაკეთებული იყო დეტალური პროექტი, დაიდო გეოლოგების დასკვნები, განხორციელდა ექსპერტიზები და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება.
"მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში", — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის ამსახველი ფოტოები 17 მარტს ფორუმზე გავრცელდა. მეწყერზე 17 მარტს ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. კალაძის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
კომენტარები