ბერა ივანიშვილი

10 Mar. 2021, 00:14

მოდით, მე იმ 2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშნებდა და აგინებდა, დღეს ამ ადამიანებს, ამ შავი პიარის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც, გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ, რომ ჩემი აზრით, მათ დედის სიყვარული არ იციან. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით. მე მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი , საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკამა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა. მით უმეტეს, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ