ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები ქართული ოცნების შიდა ჯგუფებიდან გავრცელდა
ქართული ოცნების ყოფილი წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერები ქართული ოცნების შიგნიდან გავრცელებულიყო. მისი თქმით, პირადი გამოცდილების შემდეგაც არ უთქვამს მტკიცებით, რომ ჩანაწერები მისივე გუნდმა გაუვრცელა, თუმცა ახლა ეს განცდა უფრო უძლიერდება.
"მაშინაც კი, როდესაც ეს პერსონალურად მეხებოდა, თავი შევიკავე და ბოლომდე მტკიცებით ფორმაში არასდროს არ მითქვამს, რომ ეს ქართული ოცნების ხელისუფლების გაკეთებულია. უბრალოდ, ახლა ამდენი ხნის გადასახედიდან, ეს განცდა უფრო მიძლიერდება და მიმყარდება.
მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ მტკიცებით ფორმაში შეფასებებზე, განსაკუთრებით არ მიყვარს დაბრალება რამისი, თუ ხელთ მტკიცებულება არ მაქვს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მიჭირს ვთქვა, ვისგან შეიძლება ეს მოდიოდეს, მაგრამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, გამოვრიცხავ თუ არა, რომ ეს შეიძლება შიგნიდან ხდებოდეს ზუსტად იმიტომ, რომ პიროვნულად გავიარე ეს გზა და ჯერ კიდევ უმრავლესობის გუნდში ვიყავი, როდესაც ასეთი პერსონალური შეტევა ჩემზე მოიტანეს შიგნიდან, რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ. ახლა განსაკუთრებით არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ იქ ვინც დარჩა უკვე ამ ადამიანებს არ აქვთ მორალური საყრდენი, რომელიც აჩერებდა რაღაცეებს და როგორ გამოვრიცხო", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
ბესელია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების მოსმენა მისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ეს ადამიანები ამ კუთხით არასდროს არ ჰყავდა ნანახი. მისი თქმით, მტკიცებითში
"ჩემს თვალწინ ინგრევა და იმსხვრევა მთლიანად ის იდეა, რაღაცა ფუნდამენტი თუ საყრდენი, რომელიც ერთ დროს გვაერთანებდა იმ ადამიანებს, ვინც ვიყავით 2012 წლის სადავეებთან. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო იმიტომ, რომ მე ამ კუთხით დანახული არ მყავდა არცერთი ეს ადამიანი. [...]
ღიად გეუბნებით, 7 წლის განმავლობაში და ჩემს თვალწინ, თითქოს ყველანაირად მარიდებდნენ ასეთ სურათს, მსგავსი კი არა მიახლოებული რაღაც უწესო, უკანონო, არაადამიანური ეპიზოდის შემსწრე არასდროს არ ვყოფილვარ. იმიტომ მიკვრის", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ეჭვების და ვარაუდების გასაქარწყებლად აქამდე პრემიერი უნდა გამოსულიყო, განმარტება გაეკეთებინა. მისივე თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, უკვე გამოძიება დაიწყებოდა.
"არავითარი დასვენების დღე არ იქნებოდა არანაირი საფუძველი საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივი დაწყებისა ესეთ მნიშვნელოვან და ასეთ ყველასთვის გამაოგნებელ თემაზე. ნებისმიერ ცივილიზებულ, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ ინსტიტუტებს, სადაც პატივს სცემენ საზოგადოებას და პატივს სცემენ ელემენტარულ, ფუნდამეტურ ადამიანის უფლებებს, გამოძიება დაწყებული იქნებოდა საგამოძეობ მოქმედება პირველადი ჩატარებული იქნებოდა და პირველ რიგში, უკვე დაკითხვაში მიწვეულნი და დაბარებული იქნებოდნენ ამ ჩანაწერების მონაწილეები, ავტორები და ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა ამ გამაოგნებელ ჩანაწერთან", — განაცხადა მან.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები