მორიგი სოლიდარობა მუშებს და პრეტენზიები საქართველოს ბანკთან - რეპორტაჟი აქციიდან
დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, მუშების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა. ნაცნობმა სახეებმა პროფკავშირებიდან, მწვანე მუშტიდან, EMC-დან, აუდიტორია 115-დან, სოლიდარობა, ამჯერად, რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებულ მუშებს გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი ვარდების მოედანზე შეიკრიბა და თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის ოფისისკენ მსვლელობა მოაწყო.
უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რუსთავის აზოტიდან 330 თანამშრომელი გაათავისუფლეს, თანაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
"47-წლიანი მუშაობის შემდეგ, უბრალოდ მომიხურეს კარები, არც გამაფრთხილეს. არც მადლობა არც ნახვამდის. იყენებენ ასაკს არგუმენტად, მაგრამ შრომისუნარიანი ვარ, ჩემს პროფესიაში პროდუქტიული ვარ," - უთხრა On.ge-ს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, ზემფირა ნიშნიანიძემ.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანები გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს, იმ თანამშრომლებთან დადებული ახალი კონტრაქტები, რომლებიც საწარმოში დარჩნენ, ერთწლიანია, არადა აქამდე, მათ უვადო ხელშეკრულებები ჰქონდათ. მისივე თქმით, 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების აღსრულებას მთავრობა ვერ უზრუნველყოფს.
იმაზე, რომ თანამშრომლები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების და უარგუმენტოდ გაათავისუფლეს, საუბრობს შპს რუსთავის აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე, გელა ბიჭიაშვილიც. მისივე თქმით, იგეგმებოდა კიდევ 300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება, თუმცა პროტესტმა ადმინისტრაციის გეგმები შეცვალა:
"მეორე მხარის, ანუ ადმინისტრაციის არგუმენტი მხოლოდ ის არის, რომ ამ ეტაპზე მეტი დასაქმებული არ სჭირდებათ, სჭირდებათ მხოლოდ ის, რაც დატოვეს. მაგრამ ამ კონტიგენტით, შიდა დასაქმებულები ვინც არიან, უკვე უჭირთ შრომა. მათ განსაზღვრული ჰქონდათ ორჯერ მეტის გათავისუფლება, მაგრამ ამ პროცესებმა მათ თავიანთი გეგმა ჩაუშალა. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, პერმანენტულ აქციებს. მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ ისურვა გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ კონსტრუქციულად მოვუსმენთ ადმინისტრაციას, მაგრამ თუ ისინი დათმობაზე არ მოდიან, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს."
თავად რუსთავის აზოტის ადმინისტრაციამ ყოფილ თანამშრომლებს პასუხი ერთხელ უკვე გასცა. კომპანიის წარმომადგენლის, ლევან ბურდულაძის თქმით, კომპანია კერძო საკუთრებაა და თვითონ წყვეტს, ვისთან დადოს შრომითი ხელშეკრულება. ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში კი ყოფილი თანამშრომლების დაბრუნება იქნება შესაძლებელი. ბურდულაძემ განმარტა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 3 თვის განმავლობაში კომპანია 500 ლარს გადაუხდის. ბურდულაძისვე თქმით, 2016 წელს, სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი შეიძინა ეუ ინვესტმენტმა, რის შემდეგაც გადაწყდა თანამშრომელთა ოპტიმიზაცია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახალი თანამშრომლების დამატება კი, შესაძლოა, იმ დროს გახდეს საჭირო, როცა ქარხანა შევა ექსპლუატაციაში.
პრეტენზია საქართველოს ბანკთან
"უნდათ, რომ ბანკების გარდა საქართველოში აღარავინ საქმიანობდეს, არაფერი იწარმოებოდეს; ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ, ჩვენ გვინდა სოციალური სამართლიანობა, ჩვენ გვინდა განვითარება; თუ ხმა არ ამოვიღეთ, ხვალ წასართმევი აღარაფერი დაგვრჩება. შემოგვიერთდით საქართველოს ბანკის საწინააღმდეგო აქციაზე, ამ შენობასაც ბანკი აშენებს, ყველაფერი ბანკისაა. ჩვენ გვინდა საქართველო ადამიანებისთვის და არა ბანკისთვის. სოლიდარობა მუშებს!" - აღნიშნული განცხადება მწვანე მუშტის აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ აქციაზე გააკეთა.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა, გოჩა ალექსანდრიამ On.ge-ს უთხრა, რომ მათ დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ ქარხანას საქართველოს ბანკი ფლობს და სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტს უბრალოდ მმართველობაში გადასცა. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ბანკის ხელმძღვანელებისგან ახსნა-განმარტებას, თუ რატომ დაატოვებინეს სამსახური მუშებს:
"დროა, რომ გადმოვინაცვლოთ თბილისში, რათა კონკრეტულად ის პირები და ის ორგანიზაციები, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე, ასე ვთქვათ, მოვინახულოთ და შევახსენოთ მათი პასუხისმგებლობა. პირველი ასეთი ობიექტი არის საქართველოს ბანკი, რომელიც დადასტურებული ამბავია, რომ ფლობს რუსთავის აზოტს, უბრალოდ, მან მართვაში გადასცა სს რუსთავის აზოტს. შესაბამისად, ახლა მივდივართ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ ოფისთან, რათა მოვითხოვოთ პასუხი ამ ბანკის ხელმძღვანელობისგან, რატომ ირღვევა კანონმდებლობა რუსთაველი აზოტელების მიმართ, რატომ არის, რომ დამსაქმებელი ასე უხეშად და უცერემონიოდ ეპყრობა დამსახურებულ ადამიანებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იშრომეს. მოვითხოვოთ კანონის აღდგენას და პროცესების დაბრუნებას კანონიერების არხში."
"საქართველოს ბანკისაა. მის მმართველობაშია გადასული რუსთავის აზოტის სტრატეგიული ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონში კი არა, საერთოდ ამიერკავკასიაში, ერთ-ერთი სასუქების წარმოების ინდუსტირული წარმოება, რომლის პროდუქცია ლათინურ ამერიკაშიც კი გადის, ასევე, ევროპაში, ამიერკავკასიის ქვეყნებში," - ამტკიცებს გელა ბიჭიაშვილი, რუსთავის აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე.
როგორც On.ge-ს საქართველოს ბანკში განუცხადეს, მათ არ უყიდიათ, არ ფლობენ რუსთავის აზოტს და არც ეუ ინვესტმენტთან აქვთ რაიმე კავშირი.
პროტესტი, გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენის და ახალი კონტრაქტების დადების მოთხოვნით, გრძელდება. შემდეგი დემონსტრაცია 10 თებერვალს დააანონსდა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები