ივანიშვილს კობახიძე შეცვლის
ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ირაკლი კობახიძემ 2015 წელს პარტია ქართულ ოცნებაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან 2019 წლის ივნისამდე თავმჯდომარე) ქართული ოცნების პარტიული სიით.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებისას, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, რათა სხდომა წაეყვანა.
რუსი დეპუტატის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომამ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოოდ მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. კობახიძე ამ დროს ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები გავრილოვის ქვეყნიდან წასვლასა და კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისმოდა მთავრობისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნები.
საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა. ორმა პირმა თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმემ მხედველობა.
გავრილოვის ღამის მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა გუნდში მაინც გავლენიან ფიგურად რჩებოდა. 2020 წლის არჩევნების დროს იყო პარტიული სიის მესამე ნომერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
დღეს, 11 იანვარს, პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა.
"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.
- ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია — ივანიშვილი
- დარდად მიმყვება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია — ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შს-ს მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.
ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.
პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.
-
გადახედვაკობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
კომენტარები