კვირიკაშვილი: ენმ-მ ქვეყანა უმძიმეს პროვოკაციას წამოაგო და ჩვენ გვდებს ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯარისკაც გია ცერცვაძის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ საქმე ისე გადაწყდება, რომ ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემენ:
"საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები ჰყავს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს, 2 დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენ. პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემენ".
ამის შემდეგ, კვირიკაშვილმა ვრცელი კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი ნაციონალური მოძრაობის, არასამთავრობოების ნაწილისა და მედიის მხრიდან სპეციალურადაა დღის წესრიგში, რომ ქართულ ოცნებას თავის მართლება მოუწიოს:
"მაგრამ, მთავარი სულ სხვა რამეა, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში, მათ რა თქმა უნდა აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, რომ ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი".
პრემიერმინისტრმა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯარისკაცების ამოხოცვასა და საქართველოს უსაფრთხოების "ათწლეულობით დაზიანებაში" დაადანაშაულა:
"ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით ესე ვთქვათ პერიოდის განმავლობაში დაზიანებაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო და უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში უფრო მეტიც, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს, და რომლებმაც, კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და მერე კიდე დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში".
ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წელს, რუსეთის თავდასხმისას, საქართველოსთვის იბრძოდა, 1 კვირის წინ უკრაინაში, ინტერპოლის მოთხოვნით დააპატიმრეს.
ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ითხოვს, რომ ის რუსეთის ფედერაციას არ გადაეცეს.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები