119 ფეისბუქ პოსტში რუსეთის მიმართ პოზიტიური გზავნილები გამოვლინდა, ორი ღიად პრორუსულია — ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, მათ მიერ შესწავლილი ფეისბუქ გვერდებზე, 119 პოსტში რუსეთთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილები გამოვლინდა. მათი ინფორმაციით, პროპაგანდისტული გვერდებიდან ორი ღიად პრორუსულია და ისინი უშუალოდ რუსეთიდანაც იმართება.
ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არჩევნების ჭრილში ღიად პრორუსული გზავნილების გასავრცელებლად ევრაზია — საინფორმაციო სააგენტო და მასთან კავშირში მყოფი ფეისბუქ გვერდი Beka news მოქმედებს, რომელთა ადმინისტრირებაც რუსეთიდან ხდება. კერძოდ, პრორუსული გვერდი Beka news საარჩევნო კამპანიაში ქართული მარშის სასარგებლოდ არის ჩართული და მიმართულია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. იგი, ასევე, ემსახურება პრორუსული ნარატივის გავრცელებას და პოზიტიურ ჭრილში აქვეყნებს რუსეთის სამთავრობო სიახლეებს.
რაც შეეხება, ევრაზია — საინფორმაციო სააგენტოს, ანგარიშის თანახმად, იგი დაკავშირებულია საქართველოში მოქმედ პრორუსულ ორგანიზაცია ნიუს-ფრონტ საქართველოსთან, კრემლისტურ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსა და tvalsazrisi.ge-სთან.
"გვერდზე ზიარდება სტატიები ზემოხსენებული გამოცემებიდან, რომლებშიც გამოხატულია ანტიდასავლური, ქსენოფობიური და პრორუსული გზავნილები. გაზიარებული პოსტები სხვა პროპაგანდისტულ თემებთან ერთად ემსახურება იმის წარმოჩენას, რომ საქართველო დასავლეთის მძევალია და რუსეთთან ურთიერთობის დაურეგულირებლობის გამო ქვეყანა ზარალდება", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ღიად პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული გვერდი ანტიდასავლური დოქტრინაც; ამასთან, 10 ოქტომბერს საქართველოში გაჩნდა ახალი ვებგვერდი georgie.su, რომელიც ISFED-ის ცნობით, შესაძლოა, კავშირში იყოს კრემლისტურ გამოცემა Russkaya Vesna-სთან (რუსული გაზაფხული).
გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების განცხადებით, მათ მიერ შესწავლილი 69 ფეისბუქ გვერდი აქტიურად ავრცელებს ნაციონალისტურ, ანტი-ლიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, ისლამოფობიურ, სექსისტურ გზავნილებს და ღირებულებითი თემების მანიპულირებით საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისებას ცდილობს. კერძოდ:
- შესწავლილი პოსტებიდან, ნეგატიური განწყობა ყველაზე მეტად გამოხატულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე, ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს მიმართ.
- დადებითი გზავნილების უმეტესობა მიემართება საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ქართულ ოცნებას, ქართულ იდეასა და ქართულ მარშს.
- ნაციონალისტური და ანტილიბერალური განწყობების გამაღვივებელი ორი გვერდი, ყბადაღებული საზოგადოება და ქართული ძალა ეწევა ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას.
- საარჩევნო კამპანიაში ჩართულობით გამოირჩევა ნაციონალისტური, ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გამაღვივებელი გვერდი საქართველო უპირველეს ყოვლისა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს პარტია ქართულ იდეას და დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
- პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელია გვერდი ალტ-ინფო, რომლის ქსელშიც 34 გვერდი შედის.
ISFED-ის ცნობით, პროპაგანდისტულ გვერდებზე გამოქვეყნებული 3 792 პოსტი შემდეგ გზავნილებს ატარებს:
- ნაციონალისტურს — 32% (1 170 პოსტი);
- ანტილიბერალურს — 24% (870 პოსტი);
- ანტიდასავლურს — 14% (514 პოსტი);
- ჰომოფობიურს — 12% (446 პოსტი);
- ქსენოფობიურს — 8%(296 პოსტი);
- სექსისტურს — 7% (250 პოსტი);
- ისლამოფობიურ — 3% (126 პოსტი);
- კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი — 1% (54 პოსტი).
ანგარიშის თანახმად, ნაციონალისტური პოსტები ძირითადად მოიცავს ისეთ გზავნილებს, რომლებიც დაკავშირებულია ქართველების ეთნიკური უპირატესობის წარმოჩენის, მართლმადიდებლობასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის კავშირისა და მეზობელ სახელმწიფოსთან საქართველოს ტერიტორიული დავის საკითხებთან. კერძოდ, პოსტების დიდი ნაწილი აზერბაიჯანთან საქართველოს დავას ეხება და იგი ძირითადად, ორი მიმართულებით არის წარმოჩენილი. კერძოდ, ერთი მხრივ, იგი ყოფილი ხელისუფლების დისკრედიტაციას და მათ მოღალატეებად წარმოჩენას ემსახურებოდა. მეორე მხრივ კი, გვერდებზე წარმოჩენილია, თითქოს მოქალაქეების ნაწილი ეთანხმება საქართველოს ტერიტორიების გასხვისებას.
ამასთან, შესწავლილი ფეისბუქ პოსტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ რუსეთთან ერთად, თურქეთის წარმოჩენასაც ემსახურებოდა.
რაც შეეხება, ანტილიბერალურ გზავნილებს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოსტებში ლიბერალური მიდგომები ტრადიციულის საპირწონედ არის გაკრიტიკებული და ეროვნული ტრადიციების დაკარგვის საფრთხედ მოიაზრება.
"ამასთანავე, გვერდები მკვეთრად უარყოფითად და ხშირად შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ პიროვნებებს, რომლებსაც ლიბერალური ღირებულებების მატარებლად წარმოაჩენენ. გვერდების ნაწილზე მიმართვა ლიბერალი ადამიანის დაკნინების მიზნით გამოიყენება და მხოლოდ ნეგატიური თვისების მატარებელია", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანტიდასავლური პოსტების შემთხვევაში კი, ISFED-ის ცნობით, პროპაგანდისტულ გვერდებზე ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში ზიარდება.
"მსგავს გვერდებზე, დასავლეთს ბრალს სდებენ საქართველოში გარყვნილების შემოტანასა და დასავლური ნორმების ქართველი მოქალაქეებისთვის თავს მოხვევაში. მმართველი პარტიის კრიტიკაც ხშირად დასავლეთთან კავშირს მიემართება", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ISFED-მა სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის მოიცავდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც 900-ზე მეტი ფესბუქ გვერდი და 11 469 პოსტი შეისწავლეს.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები