ბოლნისში ადგილობრივებმა პოლიციას ენმ-ს აქტივისტის დაკავების საშუალება არ მისცეს — შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში პოლიცია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის დაკავების მიზნით მის სახლში მივიდა, თუმცა ოჯახის წევრებმა და ადგილობრივებმა ამის საშუალება არ მისცეს. უწყების ცნობით, აქტივისტის დაკავება ბოლნისში 27 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო სურდათ.
"მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია ქართული ოცნების აქტივისტების — გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება", — აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, უკვე დაიწყო გამოძიება პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით.
ენმ-ს აქტივისტს, ა.ი.-ს შსს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
27 სექტემბერს ბოლნისში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ენმ-ს მხარდამჭერები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი ამტკიცებდნენ, რომ მათ ჩაიხანაში თავს დაესხნენ ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებში ოქრიაშვილი ბოლნისში ქართული ოცნების კანდიდატი იყო.
მეშველიანმა On.ge-სთან ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, თავად ინციდენტში არ მონაწილეობდა, რადგან ბოლნისში არ იყო და მისი ძმა არათუ ვინმეს სცემდა, არამედ აშველებდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 3 ოქტომბერს მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, დაკავებულები ქართული ოცნების აქტივისტი და მარნეულის მერიის თანამშრომლები არიან. თუმცა ამის შესახებ "არაფერი იციან" მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მისმა თანაშემწემ და მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, პრესსამსახურში კი ამ ინფორმაციის გარკვევას დაახლოებით ერთი საათია ცდილობენ. რაც შეეხება ქართული ოცნების აქტივისტს, On.ge პარტიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები