ამომრჩევლის მოსყიდვა, გულის მოგება, ზეწოლა და მუქარა — ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ამომრჩევლის გულის მოგებისთვის დაანონსებული პროექტები, სავარაუდო ზეწოლა და ძალადობა, კამპანიაში ეკლესიის ჩარევა და ა.შ. — ეს ის საკითხებია, რომელსაც სამართლიანი არჩევნების (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში ეხება.
ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო.
ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 შემთხვევა;
- წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 შემთხვევა;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 4 შემთხვევა;
- სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 1შემთხვევა;
- ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 შემთხვევა;
- ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 შემთხვევა;
- მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის 2 შემთხვევა;
- ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.
ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ისინი აცხადებენ, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა პატრიოტთა ალიანსისა და თავისუფალი საქართველოს მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.
ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ISFED-ში ამბობენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია 1 სექტემბერს დაიწყო და ამ პერიოდამდე განხორციელებულ აქტივობებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებდა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს დაანონსებულ პროექტებზე, რომლებიც ქმნის განცდას, რომ ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და ამომრჩევლის გულის მოგებას ისახავს მიზნად.
"ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, რიგი საჯარო ინსტიტუტები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მიღებასა და კონკურენტ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებაზეა ორიენტირებული", — აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.
ISFED ყურადღებას ამახვილებს მმართველი პარტიის ღონისძიებებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრებაზე, რაც ეკლესიის მიერ მხარდაჭერის განცდას ქმნის.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები:
"ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად, დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო, ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს".
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, სიძულვილის შემცველ რიტორიკაზე, რომელიც ქართული მარშისა და პატრიოტთა ალიანსის კამპანიაში შეინიშნება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები