პატრიოტთა ალიანსი ოკუპირებული აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზადაა — ე.წ. პროსახელისუფლებო მედია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, პატრიოტთა ალიანსი აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის მზად არის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია აფსნიფაბლიქი ავრცელებს. აფსნიფაბლიქს დე ფაქტო პარლამენტარებმა განუცხადეს, რომ დახურულ შეხვედრაზე, სადაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს განიხილავდნენ, მათ ბჟანიას ჰკითხეს, რის საფუძველზე დაიწყეს ქართულ მხარესთან ურთიერთობა, რაზეც მან უპასუხა, რომ შეცდომა დაუშვეს. დე ფაქტო პარლამენტარების განცხადებით, ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილ სიტუაციაზე და "მეზობელ რესპუბლიკასთან" ურთიერთობის საჭიროებაზე საკუთარი ხედვის წარმოდგენა დაავალა.
შეხვედრაზე, ასევე, ილორის ეკლესიისთვის პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ხატის გადაცემის საკითხიც განიხილეს, რასაც ბჟანიამ ჰუმანიტარული ჟესტი უწოდა, თუმცა თქვა, რომ ასეთი ქმედება არავისთან შეთანხმებული ყოფილა.
პატრიოტთა ალიანსის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მსგავს განცხადებაზე არ სმენიათ და რომ ირმა ინაშვილი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით-თარხან მოურავის სოხუმში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მთავარმა არხმა, 20 აგვისტოს გაავრცელა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლაშა საყანიამ თავიდან უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის გამო შექმნილი აჟიოტაჟის გამო ის მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მეგობრები დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც სთხოვეს დახმარებოდა დავით თარხან-მოურავს, რომელსაც სურდა, ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაეცა. საყანიას თქმით, ამ თხოვნას "ჰუმანიტარული მიზნებით" დათანხმდა.
საყანიას განცხადების შემდეგ, შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, რომელიც მანამდე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებდა. ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტოები 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარშია გადაღებული, სადაც მან და პარტიის წევრმა, გიორგი ლომიამ ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები