ინაშვილი ამტკიცებს, რომ მათ ბანერებზე აჭარა წითლად არ იყო გამოსახული და ის "სააკაშვილი-ბოკერიას ბრძანებით შეაფერადეს"
პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მტკიცებით, მისი ბანერი "არასწორად შეფერადებულ მდგომარეობაში" გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მის პარტიაში მყოფმა, მოსყიდულმა პირებმა გააკრეს. ინაშვილის მტკიცებით, მათ ბანერზე აჭარა არა ოკუპირებული რეგიონების ფერებში, არამედ ყვითლად იყო გამოყოფილი და SOS ეწერა.
"ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით — SOS! რასაც ფოტოზე ხედავთ! მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო!" — აცხადებს ინაშვილი.
ინაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი და ბოკერია მათ თანამშრომლებს ფულს უხდიან შიდა ინფორმაციის გატანისთვის და ვარაუდობს, რომ რომელიღაცამ ბანერი შეფერადებული გამოაკრა იქ, სადაც შეთანხმებული არ იყო.
"ეს ინფორმაცია 100%-ით სანდო და სარწმუნოა. სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ. სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა.
ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს", — აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი.
ინაშვილს მომხდარი "მტრების დაგეგმილი ჰგონია", თუმცა იქვე აცხადებს: "შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები".
ინაშვილი წერს იმასაც, რომ ქართული ოცნების ლიდერების გამოხმაურება მიუღებელია. იგი მდინარაძეს ფეიკს უწოდებს, ხოლო კობახიძეზე ამბობს, რომ მან არ იცის რა არის ეროვნული ცნობიერება.
"ფეიკი მეგონაო, მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია", — წერს ინაშვილი.
პრორუსულმა პარტიამ, პარტია პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
თავად პატრიოტთა ალიანსში კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ ეს "აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ" მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას. მოსაზრების დასატმკიცებლად ის იშველიებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციებს ე.წ. ოსმალეთის იმპერიის თურქული გეგმების შესახებ.
პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.
აღნიშნული ბანერებიდან ერთ-ერთი ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები