მიუღებელია — პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მოსკოვის კლუბში გადასვლაზე
საქართველოს პრეზიდენტი მიუღებლად მიიჩნევს, კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის კლუბ CSKA-ში გადასვლას.
"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით", — დაწერა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, შენგელია მიიჩნევს, რომ მოსკოვის არმიის კლუბში გადასვლის გამო, თავი სამართლებელი არ აქვს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა.
თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "გელოდებით მოსკოვში", — წერია ქართულად და ინგლისურად ვიდეოზე, რომელშიც ამ ფაქტის აღსანიშნად კლუბმა გაავრცელა.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. ვებგვერდზე მათ დაწერეს:
"შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში".
თორნიკე შენგელიას გადასვლაზე ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა. 7 ივლისს ამ საკითხს შენგელიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. მისი თქმით, ამ გუნდში წასვლით ან არ წასვლით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება.
"იმედიც მაქვს, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის დამოკიდებულებაც ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემს პატრიოტიზმზე და სიყვარულზე სამშობლოს მიმართ, რამე ახსნა-განმარტებების დაწყება, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, სიმართლე გითხრათ", — თქვა მან.
შენგელიას განცხადებით, ერთადერთი სერიოზული შემოთავაზება და დაინტერესება ცსკა-სგან ჰქონდა და მათთან მოლაპარაკებებს აგენტი აწარმოებდა.
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება "გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
კომენტარები