21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში — 24 მარტის შეჯამება
23 მარტის მდგომარეობით
მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 414 277;
- გარდაცვლილი — 18 557;
- გამოჯანმრთელებული — 107 806
საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა - 70;
- გამოჯანმრთელებული - 9;
- კარანტინის რეჟიმში - 4 055
დღის ფაქტი
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კორონავირუსის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებას მიაღწია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი საერთაშორისო ღონისძიება გადაიდო. ამ დრომდე ოლიმპიური თამაშების ბედი უცნობი იყო. ბევრი ქვეყანა მოუწოდებდა საერთაშორისო კომიტეტს, რომ სპორტული ღონისძიება გადაედოთ.
დღის ფოტო: ნიუ-იორკი, დაცარიელებული მანჰეტენი
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ამერიკა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს — დონალდ ტრამპი
კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ამერიკა ისევ და ძალიან მალე გაიხსნება ბიზნესისთვის". პრეზიდენტის თქმით, იგი აშშ-ს ეკონომიკას უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოიყვანს კორონავირუსის კრიზისისგან.
"ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ დაარსებულა, რომ დახურული იყოს... იმაზე მალე გაიხსნება, ვიდრე სამ-ოთხ თვეში, როგორც ამას გვთავაზობდნენ", — განაცხადა ტრამპმა მედიასთან შეხვედრისას, სადაც მასთან ერთად იყვნენ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს წევრებიც.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოში:
- პოლონეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეში ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადეს. იგივეს გეგმავს სამხრეთ აფრიკა, სადაც მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუს მორავიცკიმ ქუჩაში 2-ზე მეტი ადამიანის შეკრება აგრძალა. ინდოეთი კი, სადაც 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, 21 დღით სრულად ჩაიკეტა.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არის რისკები, აშშ გახდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქების მომდევნო ეპიცენტრი, რადგან ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა; ამ დროისთვის აშშ-ში 53 268 დადასტურებული შემთხვევაა.
- ესპანეთი მეორე ყველაზე მეტად დაინფიცირებული ქვეყანაა ევროპაშ იტალიის შემდეგ;
- გრეტა თუნბერგი ფიქრობს, რომ მას კორონავირუსი აქვს. ინსტაგრამის პოსტზე მან დაწერა, რომ ბოლო ორი კვირაა სახლშია, 10 დღის წინ კი სიმპტომები იგრძნო. იგი ამბობს, რომ ყელი ტკივა და ხველა აქვს;
-
ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი იყო, კარანტინი გაუქმდება. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, თითქმის ორი თვის შემდეგ, 8 აპრილიდან უხანი გარე სამყაროსგან იზოლირებული აღარ იქნება;
- მადრიდში, სავაჭრო ცენტრში მდებარე სასრიალო მოედანი დროებით მორგად გადაკეთდება, რათა ქალაქი მოულოდნელად მომატებულ სიკვდილიანობას გაუმკლავდეს. მადრიდის მერიის წარმომადგენლის თქმით, სავაჭრო ცენტრ Palacio de Hielo-ში განთავსებულ სასრიალო მოედანს, რომელიც 1800-მდე მოციგურავეს იტევს, "ცხედრების შესანახად" გამოიყენებენ.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
24 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად. ამ დროის მონაცემებით, დაინფიცირებულია 70 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში არის 4 055 პირი.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები ქართულ მედიაში:
- ლარი დოლართან მიმართებით 21 თეთრით გაუფასურდა
- იგივეა, რაც მოქმედებს კარფურში, გუდვილში... დისტანცია უნდა დაიკავონ — გომელაური ეკლესიაზე
- კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ — 70
- გახარია: 30 მარტიდან GPB-ს ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
დღის კარგი ამბავი
იტალიელი ფეხბურთელი, პაოლო მალდინი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და "უარესი უკვე ჩავლილია". ამის შესახებ მან ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა:
"ჯერ კიდევ მაქვს მშრალი ხველა, დავკარგე გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, მაგრამ იმედი მაქვს დამიბრუნდება. ამ ყველაფერს ძლიერი ეფექტი ჰქონდა ჩემს ორგანიზმზე. ტკივილი გაუსაძლისი იყო".
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
გათამამებული ცხოველები იზოლირებულ ქალაქებში ხეტიალს იწყებენ
იაპონიის ქალაქ ნარაში ირმებმა ქალაქის ქუჩები და მიწისქვეშა სადგურების მოინახულეს, ენოტები პანამის პლაჟებზე ნებივრობდნენ, ინდაურებმა კი კალიფორნიაში გამოჩენა გადაწყვიტეს. ველური ინდაურების ბანდები უცხო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ამჯერად მათ აქამდე უცნობი ადგილების მონახულება მოინდომეს.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში — 22 მარტის შეჯამება
- საქართველოს საგანგებო მდგომარეობა და გარდაცვლილთა ზრდა იტალიაში — 21 მარტის შეჯამება
- სოციალური დისტანცირება, როგორც გადარჩენის გზა — კორონავირუსის 20
- მარტის შეჯამება"გამარჯობა, თქვენ კორონას პაციენტთან ახლოს იყავით" – 19 მარტის შეჯამება
- ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები