ჰოლივუდის კინოსტუდიების გაფრთხილება — რა ელით საიტებს, სადაც არალეგალური კონტენტი დევს?
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებმა საქართველოს ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვეს. საქმე ეხება ინტერნეტ მეკობრეობას, როდესაც საიტებზე სხვადასხვა სტუდიის პროდუქცია უნებართვოდ თავსდება.
ამის შესახებ Motion Picture Association of America-ის პრეზიდენტმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში, სტენ მაკკოიმ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს მისწერა.
გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების დისტრიბუტორი კომპანიის გამაფრთხილებელ წერილში ვკითხულობთ:
Motion Picture Association of America ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორი კომპანია, როგორებიცაა Walt Disney, Netflix, LLC; Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studios და Warner Bros. Entertainment Inc.
შესაბამისად, კომპანიას უფლება აქვს, პრეტენზია გამოთქვას ქართულ ინტერნეტსაიტებზე თავისუფლად განთავსებული კინოფილმებისა და სერიალების მნიშვნელოვან ნაწილზე.
Motion Picture Association of America-ის ქართველი მარეგულირებელი ორგანიზაციებისთვის მიწერილი განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენს, თუმცა თუ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დისტრიბუტორი კომპანია საქართველოს სანქციებს დაუწესებს: ქვეყანაში დაგვიანდება კინო და ტელე მსოფლიო პრემიერები, ან რიგ შემთხვევაში მთლიანად გაუქმდება ისინი.
ამასთან დაკავშირებით საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელმა, გიგა კობალაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებს პროცესის დარეგულირება სურთ:
"მათ უკვე მიმართეს, როგორც სახელწიფო უწყებებს, ისე ჩვენს ცენტრს და გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში გადავალთ ლეგალურ საწყისებზე და საქართველოშიც დამკვიდრდება ის თამაშის წესები, რომლებიც მთელს მსოფლიოშია — მომხმარებელიც და გამავრცელებელიც უნდა ექვედებარებოდეს კანონს".
საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქართული მარეგულირებელი ორგანიზაციები უკვე მუშაობენ, რათა არალეგალური ბაზარი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ლეგალური პირობებით:
"ქართულ საიტებთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია და მათ არ აქვთ ხისტი პოზიცია, მეტიც, მზად არიან გადავიდნენ ლეგალურ საწყისებზე და ამისთვის რაღაც ტიპის სამუშაოები უკვე განახორციელეს კიდეც. ეს ყველაფერი ქართულ ბაზარს კომერციულად საინტერესოს გახდის, რაც საბოლოოდ ისევ მომხმარებლისთვისაა უკეთესი, რადგან გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციით ისარგებლებს".
როგორც ჩანს, მალე სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად ქართულ ინტერნეტსაიტებზეც სასურველი ფილმისა თუ სერიალის ნახვა მხოლოდ ლეგალურად, გარკვეული ურთიერთშეთანხმების შედეგად შეგვეძლება, რაც ერთი მხრივ აქამდე უფასო პროდუქციას გააძვირებს, თუმცა მის ხარისხს გაცილებით გაზრდის და ადგილობრივ ბაზარზეც კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
კომენტარები