ბრიუს ლის სცენა ტარანტინოს ახალი ფილმიდან, რომელმაც მაყურებლის ნაწილი გააღიზიანა
სტატია შეიცავს სპოილერებს ტარანტინოს ბოლო ფილმიდან, Once Upon a Time In Hollywood.
ერთხელ ჰოლივუდში საკულტო ამერიკელი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმია, რომელიც კინოთეატრებში სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და უკვე კინოგაქირავებაში წარმატებასაც მიაღწია: პირველი კვირის შემოსავლების მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ მას ცოტა ხნის წინ გამოსული მეფე ლომის ახალი ეკრანიზაცია უწევდა მეტოქეობას, ახალმა ნამუშევარმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ფილმს დადებითად შეხვდნენ კრიტიკოსებიც, თუმცა მისმა ცალკეულმა დეტალებმა ამავდროულად მაყურებლების მწვავე შეფასებებიც დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკა ფილმში ქალების რეპრეზენტაციამ გამოიწვია: ქალი პერსონაჟები ძალადობრივ სცენებში აქტიურად ჩართულნი არიან, თუმცა თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობენ. ფილმში ასევე არის ერთი სცენა, რომელსაც ყველაზე მეტი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მოჰყვა და ჩვენ სწორედ მის ირგვლივ არსებულ მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.
რა ხდება ფილმში?
ბრედ პიტის პერსონაჟს, სახელად ბუთს, როდესაც თავის მეგობარსა და ბოსს, ასევე გამოგონილ პერსონაჟ რიკ დელტონს (ლეონარდო დიკაპრიო) ტელევიზორის ანტენას უსწორებს, კიბეზე დგომისას ახსენდება, თითქოს, როგორ შეხვდა ბრიუს ლის ფილმ Green Hornet-ის გადასაღებ მოედანზე. ამ სცენაში ბრიუს ლი იქ მყოფ საზოგადოებას მედიდურად მიმართავს, რომ თუ მუჰამედ ალის შეებრძოლება, მაშინ მას „დაახეიბრებს“. ამაზე ბრედ პიტის პერსონაჟს ეცინება და ლის უწოდებს „პატარა კაცს დიდი პირით”, რომელიც „თავს მაშინაც კი უხერხულად უნდა გრძნობდეს, თუ მუჰამედ ალის ტრუსებზე დამჩნეულ ლაქაზე მეტად ჩათვლიან“.
ამის გაგონებაზე ბრიუს ლი ბრედ პიტის პერსონაჟს, ბუთს სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში იწვევს, რომელიც თანაბრად მიმდინარეობს და საფინალო ეტაპზე ბუთს ბრძოლას აწყვეტინებენ. აწმყო დროში კიბეზე მდგომი ბრედ პიტის პერსონაჟი სწორედ ამ მოგონებას იხსენებს.
ასახავდა თუ არა ეს სცენა რეალობას?
ბრიუს ლი ფილმში Green Hornet ნამდვილად იღებს მონაწილეობას და ერთ-ერთი მებრძოლის როლსაც ასრულებს, მაგრამ მისი ბიოგრაფიის მკვლევრის, მეთიუ პოლის მიხედვით, ერთხელ ჰოლივუდში გაცოცხლებული მისი ცხოვრების ეს დეტალი დამახინჯებულადაა გადმოცემული. როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, "ბრიუს ლი მუჰამედ ალის დიდ პატივს სცემდა, ამ სცენაში კი ის უბრალოდ თავქარიან იდიოტადაა გამოყვანილი".
მეთიუ პოლი ასევე ამბობს, რომ ბრიუს ლი ორთაბრძოლაში თავად არავის იწვევდა, ყოველთვის პირიქით იყო და როცა გამოწვევას თანხმდებოდა, ბრძოლა 20 წამზე მეტ ხანს არ გრძლდებოდა. მან ორთაბრძოლის ამ ცნობილი ოსტატის პიროვნული თვისებებზეც ისაუბრა:
"ლი ცნობილი იყო თავისი მზრუნველი დამოკიდებულებით მასზე დაქვემდებარებულთა მიმართ, მათ შორის დუბლიორებთან. ის ხშირად ყიდულობდა მათთვის საჭმელს და როცა ცნობილი გახდა, ხშირად პატიჟებდა რესტორანში, აძლევდა ფულს ან ეხმარებოდა კარიერის აწყობაში. ამ სცენის მიხედვით კი თავის დუბლიორს სამსახურიდან ითხოვს იმის გამო, რომ თავად ვარსკვლავია და ასე სურს. ეს სულაც არ შეესაბამება ლის რეალურ სახეს.“
მაინც, რატომ გაღიზიანდა ზოგიერთი მაყურებელი ამის გამო?
ფაქტობრივ სიზუსტესთან პარალელების გავლების მცდელობის მიუხედავად, ერთხელ ჰოლივუდში მხატვრული ნაწარმოებია, გამოგონილი სიუჟეტით და ამას ყველაზე მეტად ფილმის დასასრული ცხადყოფს. თუმცა, 1973 წელს გარდაცვლილი ბრიუს ლი ნამდვილი პიროვნება იყო, რომელიც დღემდე აზიურ-ამერიკული კინოს საკულტო ვარსკვლავად ითვლება და მთელ მსოფლიოში დღემდე უამრავ ადამიანს უყვარს. მან ჯერ კიდევ მაშინ მოახერხა ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ რასიზმს გამკლავებოდა და მსოფლიო პოპულარობა მოეპოვებინა, სანამ ამერიკული კინოინდუსტრია კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდებოდა და აზიელი კაცის სტერეოტიპულად დამამცირებელი ხატის შექმნას უფრო შეუწყობდა ხელს.
ბრიუს ლის გარდა, ტარანტინოს თავის ფილმში სხვა ისეთი რეალური პიროვნებების ისტორიებიც აქვს გადმოცემული, როგორებიც არიან ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, სტივ მაკქუინი და ჩარლი მენსონის მსხვერპლები - შერონ ტეიტი და ჯეი სებრინგი. მაგრამ მათ შორის ყველაზე საკამათო ბევრისთვის ის გახდა, თუ როგორაა ფილმში ბრიუს ლის პერსონაჟი წარმოჩენილი: "ყველა ღირსება, რითიც ლი რეალურ ცხოვრებაში გამორჩეული და დაფასებული იყო, ფილმში გამასხარავებულია", - ამბობს კინომცოდნე, ნენსი ვონგ უიენი.
მაშინ, როცა ფილმში შერონ ტეიტის პროტოტიპის ისტორიის ჩვენების შესახებ ოჯახთან კონსულტაციები წინასწარ გაიარეს, იგივე არ მომხდარა ბრიუს ლის შემთხვევაში: "ძალიან უსიამოვნო იყო კინოთეატრში ჯდომა და იმის მოსმენა, თუ როგორ იცინოდნენ მამაჩემზე. მისი მთელი ღირსება ტუალეტში ჩარეცხეს და უბრალოდ თავხედ ტიპად წარმოაჩინეს", - ამბობს მსახიობის შვილი, შენონ ლი.
ბრიუს ლის ბიოგრაფმა, მეთიუ პოლიმ კრიტიკის ქარცეცხლში გახვეული ფილმის ეს მონაკვეთი მსგავსი შეფასებით შეაჯამა: "მიყვარს ტარანტინო, ვაღმერთებ მის ფილმებს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ რეჟისორს აქვს უფლება ამბავი თავისი სურვილისამებრ მოგვითხროს. გული უბრალოდ იმან დამწყვიტა, რომ ის აშკარად პატივისცემითა და სიმპათიითაა განწყობილი სტივ მაკქუინის, შერონ ტეიტისა თუ ჯეი სებრინგის მიმართ, ბრიუს ლის პერსონაჟი კი აბუჩად აიგდო. არადა, ფილმში სწორედ ლია ერთადერთი არათეთრკანიანი ისტორიული ფიგურა და ტარანტინოს ამ გადაწყვეტილებაში პრობლემური სწორედ ეს იყო.“
რას ამბობენ ტარანტინოს დამცველები?
ამ კრიტიკას უსაფუძვლოდ თვლიან ტარანტინოს გულშემატკივრები, რომლებიც ამბობენ, რომ რეჟისორი ბრიუს ლის დამცირებას მხოლოდ იმიტომაც არ განიზრახავდა, რომ მისი გულმხურვალე ფანია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ საკულტო ფილმში Kill Bill უმა თურმანს სწორედ ის კოსტიუმი აცვია, რომელიც ლიმ თავის უკანასკნელ ფილმში გამოიყენა.
კრიტიკოსმა უოლტერ ჩოუმ, რომელიც ბრიუს ლის გმირად მიიჩნევს, მისი ფილმში მსგავსად წარმოჩენა დადებითადაც კი შეაფასა:
"ტარანტინომ ამით განსხვავებული, გაცილებით მრავალფეროვანი სახე გვაჩვენა და ლეგენდად ქცეულ გმირს თავისი წილი ადამიანური სისუსტე შემატა." მან ისიც აღნიშნა, რომ არა რეჟისორი, არამედ ფილმის მაყურებლები ამჟღავნებდნენ რასიზმის ნიშნებს, როცა ლის ჩინურ აქცენტზე ეცინებოდათ: "ასე ამოვიცნობთ სისტემურ რასიზმს: არა ამ ფილმით, რომელიც იდეალური იყო, არამედ იმ რეაქციებით, რომლებიც მასზე დასავლური კულტურის წარმომადგენლებს ჰქონდათ."
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები