ებოლა განკურნებადია — მეცნიერებმა გარდამტეხ წარმატებას მიაღწიეს
"ამიერიდან ჩვენ აღარ ვიტყვით, რომ ებოლა განუკურნებელი სენია" — განაცხადა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული სამედიცინო კვლევის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჟან-ჟაკ მუემბემ.
რა არის ებოლა?
ებოლა არის ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას, ძლიერ სისუსტეს, კუნთებისა და ყელის ტკივილს. მკურნალობის გარეშე ვირუსული დაავადება პროგრესირდება და პაციენტს ეწყება ღებინება, დიარეა, შინაგანი და გარეგანი სისხლდენა. საბოლოო ჯამში ვითარდება შინაგანი ორგანოების უკმარისობა და ინფიცირებული კვდება. ვირუსი გადაეცემა დაავადებული ადამიანის დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან (სისხლი, ლორწო) პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით.
რა ხდება კონგოში?
ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდ-აფეთქებაა, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ქვეყანაში მიმდინარე პროცესი მსოფლიო მნიშვნელობის საფრთხედ შეაფასა. დაავადებულთა რიცხვი 6 აგვისტოს მონაცემებით 2687 ადამიანს შეადგენს და აქედან 67% (1 866 შემთხვევა) ფატალური შედეგით დასრულდა. ეს მაჩვენებელი არაფერია დასავლეთ აფრიკაში 2014-2016 წლებში მიმდინარე ეპიდემიასთან შედარებით, როდესაც გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 28 616 ადამიანი დაავადდა. აქედან 11 310 ამ სენს ემსხვერპლა. ებოლას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მკურნალობის არ არსებობის პირობებში, სიკვდილიანობა 70 პროცენტს აღემატება.
ეპიდემიასთან ბრძოლას ძალზე ართულებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. აღმოსავლეთ კონგოს მაცხოვრებლების უმრავლესობა რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო ომისა და გენოციდის მსხვერპლ დევნილებს წარმოადგენს. მათ დედაქალაქის გაკეთებული განცხადებების არ სწამთ. შესაბამისად, მოსახლეობაში რეგულარულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ებოლა სინამდვილეში არ არსებობს და მკურნალობა მიზნად ისახავს ადამიანებისაგან სისხლისა და შინაგანი ორგანოების მოპოვებას ჯადოქრული მიზნებისათვის.
ეს ყოველივე პირდაპირ აისახება ჰუმანიტარულ მისიებზე. 2019 წელს სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმის 200 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც მკურნალობისა და ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. მეტიც, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ 3 კონგოელი ექიმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობისთვის დააკავეს.
აქამდე როგორ მკურნალობდნენ ებოლას?
ორგანიზმში დაავადების გამომწვევი აგენტის (ვირუსის, ბაქტერიის) მოხვედრის შემდგომ იმუნური სისტემა წარმოქმნის Y-ს ფორმის ცილებს, რომლებსაც ანტისხეულები ეწოდებათ. ისინი ხელს უშლიან დაავადების გამომწვევ აგენტს ორგანიზმის დაინფიცირებაში. ებოლას ვირუსს მონოკლონური ანტისხეულებით ებრძვიან, რომელთაც ხელოვნურად, ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ.
დასავლეთ აფრიკაში 2014 წელს მიმდინარე ეპიდემიასთან საბრძოლველად მონოკლონურ ანტისხეულს, ZMapp-ს იყენებდნენ. ეს პრეპარატი შემდეგნაირად შეიმუშავეს: ებოლას ვირუსით თაგვი დააინფიცირეს და მისი იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები შეაგროვეს. შემდგომ გენური ინჟინერიის გზით აღნიშნული ანტისხეულები ადამიანისას დაამსგავსეს, რათა იმუნურ სისტემას იგი თავისიანად მიეღო და ამგვარი ვაქცინის მიმართ იმუნური პასუხი (ალერგია) არ ჰქონოდა.
ებოლას ვირუსი დიდი ზომისაა და იგი ფორმას მარტივად იცვლის, რაც მასთან ბრძოლას მხოლოდ ერთი სახის პრეპარატით ძალზე ართულებს. ამიტომაც, ეპიდემიას მონოკლონური ანტისხეულების "კოქტეილით" ებრძვიან: ZMapp-თან ერთად დაავადებულებს ანტივირუსულ პრეპარატს, რემდესივირს უკეთებდნენ.
ახლა როგორ მკურნალობენ ებოლას?
გასული წლის ნოემბრიდან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2 ახალი პრეპარატის კვლევა დაიწყო. მონოკლონური ანტისხეულები REGN-EB3 და mAb114, ებოლას ვირუსით დაინფიცირებული და გადარჩენილი პაციენტების სხეულიდან აღებული ანტისხეულების მიხედვით შეიქმნა. კვლევაში 700 ადამიანი ჩაერთო და ჯერ მხოლოდ 499 ინდივიდის შედეგია ცნობილი. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ WHO-ს დაავადებულთა რემდესივირითა და ZMapp-ით მკურნალობა შეეწყვიტა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ZMapp-ის თერაპიის შემდგომ პაციენტთა 24% კვდებოდა, ხოლო რემდესივირით მკურნალობისას — 33%. მაშინ, როდესაც mAb114-ით მკურნალობისას სიკვდილიანობა 11% გახლდათ, ხოლო REGN-EB3-ის თერაპიისას მხოლოდ 6 პროცენტი. დაავადების საწყის ეტაპზე დროული მკურნალობის დაწყება პაციენტის გადარჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
"ეს ყოველივე გულისამაჩუყებელია. ეს იდეა დიდი ხნის წინ მქონდა და ამ შედეგს მოთმინებით ველოდი. ძალზე გახარებული ვარ და ვერ ვიჯერებ ამ შედეგს" — განაცხადა ჟან-ჟაკ მუემბემ, რომელიც ებოლას ვირუსს მისი პირველი გამოჩენიდან, 1976 წლიდან მოყოლებული ებრძვის. ათწლეულების წინ სწორედ მან წამოაყენა გადარჩენილი პაციენტების სისხლის პლაზმის გამოყენებით მკურნალობის იდეა. მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის წარმატებული ტაქტიკა გარკვეულწილად სწორედ მისი ნაშრომის დამსახურებაცაა.
პროგნოზი
ებოლა 40 წელზე მეტია აფრიკის მოსახლეობის კოშმარად იქცა. ხშირ შემთხვევაში ამ ვირუსით დაინფიცირება სკაფანდრ-ხალათებში გამოწყობილი, უცხო ადამიანების გარემოცვაში სიკვდილის ტოლფასი გახლდათ. ამიტომაც, დასავლეთ კონგოს ტერიტორიაზე დაავადებულებს ოჯახის წევრები ექიმებისაგან ხშირად საგულდაგულოდ მალავდნენ. ეს ყოველივე ეპიდემიის სწრაფ გავრცელებას უწყობდა ხელს.
ის ფაქტი, რომ დიაგნოზი უკვე სასიკვდილო განაჩენს აღარ წარმოადგენს, ექიმებს დაავადების რეპუტაციის შეცვლაში დაეხმარება. მოსახლეობაში ინფორმაციის სწორად გავრცელება მკურნალობის დროულად დაწყების ალბათობას გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში გადარჩენის ალბათობა 89%-ზე მეტი იქნება. ექსპერიმენტული მონოკლონური ანტისხეულების მწარმოებელმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ მათ ყველა პაციენტისთვის სამყოფი პრეპარატების დამზადება შეუძლიათ.
"ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმარება" — ოპტიმისტურად აღნიშნავს ვეტერანი ექიმი, ჟან-ჟაკ მუემბე.
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
კომენტარები