ბიძინაზე უფრო ოპტიმისტია — გიგა ბოკერია ივანე მაჭავარიანზე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სისტემასთან და გადასახადებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ იკამათეს.
გიგა ბოკერია დაინტერესდა, "რატომ არის ამ მთავრობის, წინა ეკონომიკის მინისტრის, ამ ფინანსთა მინისტრის ლოზუნგი, გნებავთ საპენსიო შენატანზე, გნებავთ დედოლარიზაციაზე, რომ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ მოიქეცით როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით".
დეპუტატმა იკითხა, რატომ არის "ასეთი ცინიკური და ფარისევრული მორალი, რომლის მიხედვითაც: ჩვენზე უკეთ დახარჯავს ხელისუფლება ჩვენს ფულს, რომ მთავრობა ჩვენზე უფრო ჭკვიანია და ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებზეც მათ უნდა იზრუნონ".
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის თქმით, თუ გადასახადი 0,1 ან 0,2 პროცენტით იზრდება ცუდი არ არის, რადგან "ადმინისტრაციის ხარჯზე ჩრდილოვანი ეკონომიკა მცირდება".
"მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო ვიტყოდი, რომ თქვენ დროს გაიზარდა ტვირთი-მეთქი. 12 პროცენტიდან 24 პროცენტამდე რომ ავიდა, არ გსაყვედურობთ და 25,5 პროცენტიდან რომ 25,6 პროცენტამდე ავიდა მაგას ეძახი რომ გადასახადი გავზარდე?", — უპასუხა ბოკერიას ივანე მაჭავარიანმა.
ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ მაჭავარიანს საპენსიო რეფორმაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა და დაინტერესდა "უზრდის თუ არა ხარჯს საპენსიო რეფორმა ადამიანებს და გადასახადს დამსაქმებელს".
ივანე მაჭავარიანმა ბოკერიას პასუხად თქვა, რომ თუ საპენიოს სისტემა თუ სავალდებულო არ გვექნება განწირულები ვიქნებით დაბალი პენსიისთვის.
"დაგროვებითი პენსია ნიშნავს, რომ დავაზღვიოთ სამომავლოდ გადასახადების ზრდა, რომ მომავალ მთავრობებს, თქვენნაირი პოპულისტების ზეწოლის ქვეშ რომ იქნებიან, ხელი არ გაექცეთ და გადასახადები არ გაზარდონ. დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს მომავალში გადასახადების ზრდის პრევენციას. ის გავს გადასახადს მოგროვების თვალსაზრისით, რადგან სავალდებულოა და მიბმულია ხელფასზე. ის არ არის ფუნდამენტურად გადასახადი და ამაშია მთელი მარილი. ის არ მიემართება იმ მიზნებისთვის, რასაც კლასიკური გადასახადი წარმოადგენს", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გიგა ბოკერიამ დაზუსტებისკენ მოუწოდა მინისტრს და კიდევ ერთხელ ჰკითხა "უზრდის თუ არა ხარჯს ეს საპენსიო რეფორმა ადამიანებს". გიგა ბოკერიას თქმით, მან პასუხი ვერ მიიღო და მინისტრი დროს წელავდა. შემდგომ, ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს პოლიტიკა საბოლოოდ გაზრდის სამუშაო ადგილებს პირველივე წლიდან.
"ბიძინაზე უფრო ოპტიმისტია", — ასე უპასუხა გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები