4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური სააგენტოს მაღალჩინოსანი გადადგა, სოცმუშაკები გაათავისუფლეს
ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მისი განმარტებით, წერეთელმა თანამდებობა "საკუთარი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე" დატოვა.
ბარკალაიას თქმით, ამავე საქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს.
"მათ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა, პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა და შესაბამისად, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან", — თქვა ბარკალაიამ.
22 იანვარს თბილისში, სანზონაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებდნენ, რომ ბავშვი დედის თხოვნით 3,5 წლამდე მინდობით აღზრდაში იყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში მას ნახულობდა დედა, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტებს ძალადობის შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.
მათივე თქმით, დედა მნახველების სიაში მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც ის შეამოწმეს და შეაფასეს. ბავშვი ოჯახში დაბრუნების შემდეგ სოციალური სამსახურისთვის მასზე ძალადობის შემთხვევის შესახებ პირველად ინფორმაცია 6 იანვარს შევიდა.
"მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული და არა ეჭვი, ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასზე ძალადობა ხდებოდა, არ მოხდებოდა მისი უკან დაბრუნება", — ამბობდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი, მარი წერეთელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა გარდაცვლილი ბავშვის დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381¹-ე მუხლით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ ორდერით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები